რეგისტრირებული ფაქტები82634
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტისგან ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის დადასტურება მოითხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 სექტემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ხელფასი არ ჰყოფნიდა, მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, ამიტომ სთხოვდა, დაეჯილდოებინა იგი 10 თუმნით და მისი ხელფასიდან არ გამოერიცხა ბათუმის სკოლის სასარგებლოდ გამართული ცირკის წარმოდგენიდან შემოსული ფული.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის მინდობილობით იულია დავითის ასულ ჩხეიძისას სთხოვა, მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში ესწავლებინა. ი. ჩხეიძე გაბაშვილის წინადადებას ასეთი პირობით დათანხმდა: დღეში ერთ საათს არითმეტიკას ასწავლიდა სამ კლასს და წლის ბოლოს 200 მანეთ ანაზღაურებას მიიღებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში ალექსანდრე ჭყონიამ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში შეატყობინა, რომ საცენზურო კომიტეტიდან პეტერბურგში გადაგზავნეს ილია ჭავჭავაძის თხოვნა გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის თაობაზე და საზოგადოების სახელით სთხოვდა პასუხის გაგებას.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ წერილი მიიღო დავით მესხისგან, რომ ქუთაისში უარი განაცხადეს დახმარებოდნენ ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა გამოსცა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის უფლება.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, საზოგადოების კანცელარიისა და წიგნსაცავისთვის შენობა ექირავებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ილია ბაგრატიონ-მუხრანელისგან „ქართლის ცხოვრების“ მე-17 საუკუნის ხელნაწერი შეეძინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ხელთუბნის სკოლისთვის მოთხოვნილი წიგნები გაეგზავნათ და ანასტასია თუმანიშვილისთვის ეცნობებინათ გადასახადის ოდენობა თავად-აზნაურებისა და სასულიერო პირების შვილებისათვის.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა მიიღეს დადგენილება, რომ სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ქართული თარგმანი დაბეჭდვის ნებართვის მისაღებად საცენზურო კომიტეტისთვის გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა შემოწირულობის სახით საცირკო წარმოდგენიდან შემოსული თანხა მიიღეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ წინარეხის, ბათუმისა და ხელთუბნის სკოლებისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძესთვის შენობის საქირავებელი თანხა გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წინარეხის სკოლიდან მიღებული ანგარიში განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დავით მესხს, რომლითაც შეატყობინა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებოდა ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროების“ ვალებთან დაკავშირებით შეიქმნა კომიტეტი, რომელსაც უნდა შეეგროვებინა სახსრები მათ გადასახდელად. კომიტეტის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „დროების“ დახურვის გამო იოსებ მელიქიშვილთან გამართულ კრებაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს სთხოვეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევას დასწრებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნების შერჩევა დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, შემოწირულობის სახით მიიღეს დაბა სურამში გამართული ორი წარმოდგენიდან შემოსული თანხა.