რეგისტრირებული ფაქტები88428
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, გაზეთ „კავკაზში" დაიბეჭდა სამწუხარო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი მთავრობას მისი იმერეთის ეპარქიის გამგებლობისგან გათავისუფლებას და რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადაყვანას სთხოვდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, სოფელ ძვილეთში მიწის ნაკვეთის გამო ბეგანა ტატიშვილმა და მისმა ძმამ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 ივნისს ჟურულის თაოსნობით ახალქალაქის სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 16 ივნისს ზომლეთის მცხოვრებმა დანიელ ცინცაბაძემ დამბაჩით თავი მოიკლა.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვი დააპატიმრეს.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე მაისურაძე ხატვის მასწავლებელი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 19 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. ვეზირიშვილი თელავის მომრიგებელ შუამავალი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ბეჟანის ძე სარჩიმელიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩაჩექოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა რკინიგზის სადგურთან მდებარე სახლი და 8006 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, გიორგი ოქროპირის ძე ჩარკვიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბალახვანის ქუჩაზე მდებარე ერთი ორსართულიანი და მეორე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 63 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, მარდახ მოშას ძე ცაციაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 1473 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ბეჟანის ძე სარჩიმელიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

