რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს რევაზ შალვას ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის სამკითხველოში 2347 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 25 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 846, ისტორიულ-გეოგრაფიული – 536, საბავშვო – 370 და სხვადასხვა სახის წიგნი – 500.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ 898.81 მანეთი გასცა.
1911
ტიპი: გარდაცვალება
1911 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი კონსტანცია ტურიაშვილი. მან თავისი ქონება საზოგადოებას და თბილისის ქართულ გიმნაზიას შესწირა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნაძალადევის სამკითხველოში 2403 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 43 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 586, ისტორიულ-გეოგრაფიული – 379, სასოფლო-სამეურნეო – 113, საბუნებისმეტყველო – 241 და საბავშვო წიგნი – 98.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 2237.31 მანეთი შეუვიდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 365. 99 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 7844. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 5094.36 მანეთი ჰქონდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის სამკითხველოში 734 წიგნი ინახებოდა. აქედან სასულიერო შინაარსის იყო 20 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 116, ისტორიულ-გეოგრაფიული – 34, სასოფლო სამეურნეო – 7, საბუნებისმეტყველო – 16 და სხვადასხვა სახის წიგნი – 13.

