რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 მარტს ნინო სერბინოვის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრომ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 28 მარტს ქუთაისის ოლქის სასამართლომ დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძეს ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა. მას პლატონ ნიჟარაძის განზრახ მკვლელობა და დაჭრა ბრალდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ჯიმშეროვი იყო 1-ელი გილდიის ვაჭარი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ი. დ. ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავადაზნაურთა კრებას დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ შეძლებულ თავად-აზნაურებს ნაკლებშემოსავლიან პირებთან შედარებით მეტი თანხა უნდა გაეღოთ სკოლისთვის. ამგვარად, შემოსავალიც მეტი იქნებოდა და ყველა თანასწორად შეასრულებდა თავის მოვალეობას.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სამართლიანობა თუ არ აინტერესებდათ, კაცთმოყვარეობის პრინციპით მაინც ემოქმედათ და შეძლებულ თავად-აზნაურებს სკოლის ფონდისთვის იმაზე მეტი თანხა გაეღოთ, ვიდრე ნაკლებად შეძლებული თავად-აზნაურები იხდიდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მამულები არ ჰქონდა, არც დიდ ქონებას ფლობდა და მაინც შეძლებისდაგვარად ოჯახს არჩენდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მას დააკისრეს სკოლის ფონდისთვის 50 ლარის გადახდა, რასაც აუცილებლად გადაიხდიდა კეთილი საქმისთვის და თუ საჭირო გახდებოდა უკანასკნელ ჩოხასაც კი გაყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ ძველმა წევრებმა მხოლოდ სკოლის შენობის ასაშენებლად 4000 მანეთი გამოყვეს და ახლანდელმა კომისიამ კი გადაწყვიტა 3100 მანეთით მთლიანად გიმნაზია შეენახა. ამგვარი დამოკიდებულება სწავლა-განათლების საქმის მიმართ მაზრისთვის დიდი სირცხვილი იყო.