რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისში მონაწილე მსახიობები ყველანი მადლობას იმსახურებდნენ, განსაკუთრებით თავად გაბუნია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ მხოლოდ ზნეობრივი აზრის მატარებელი კომედია იყო ნამდვილი კომედია, რომლის გმირების ხასიათები ცუდ და უზნეო საქციელს მიჯნავდნენ კარგისაგან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედიები გადაჭარბებული ოხუნჯობით ფარსი ხდებოდა, ხოლო მისი პერსონაჟები – კარიკატურები და მასხარები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ სხვა მწერლის გავლენა თავდაპირველად არცერთ ნიჭიერ ადამიანს არ ასცდენია და სწორედ ამიტომ არ უნდა სწყენოდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს ის თუ მის ტექსტებში გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის გავლენას ხედავდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის დიდმუცლიანი, ხელმოწერილი ვაჭრები, დარდიმანდი ბიჭები, მაჭანკლები და სხვა პერსონაჟები ძალიან ჰგავდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესების მოქმედ პირებს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის „პეპოს“, „ხათაბალას“, „დაქცეულ ოჯახს“ და სხვა მის ტექსტებს თუ წაიკითხავდა მკითხველი ადვილად მიხვდებოდა როგორი გავლენა ჰქონდა მას ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ტექსტებზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი ეკუთვნოდა იმ დრამატურგების სკოლას, რომელმაც დრამატურგიული ხელოვნება და სცენა დაამკვიდრა ქვეყანაში.

