რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ მარკოზოვი ტელეგრაფისტად გაამწესეს ყუბის (აზრებაიჯანის რეგიონი) ტელეგრაფის სადგურში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ამირაღოვი დანიშნეს მეორე ხარისხის ტელეგრაფისტად თბილისის სატელეგრაფო ოლქში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე გამყრელიძე სასმელების უფროს კონტროლიორად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არეშოვი იყო ზაქათალის ტელეგრაფის სადგურის უფროსი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დუშეთის ნოტარიუსი ვასილ პოზოევი თავისივე თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ისიდორე გამყრელიძე იყო ბაჟის ზედამხედველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელიზავეტპოლის პოლიციის ბოქაულის თანაშემწე კონსტანტინე დიდებულიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ ელიაროვი ელიზავეტპოლის პოლიციის ბოქაულის თანაშემწედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბახიშბექ მელიქ-ასლანოვი იყო შუშის მაზრის (ელისავეტპოლის) სასამართლოს თარჯიმანი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბახიშბექ მელიქ-ასლანოვი თელავში დანიშნეს სამსახურგარეშე მოხელედ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვიზიროვი დანიშნეს თელავის მაზრის მომრიგებელ შუამავლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას ი. გ. ვაჩნაძისა და აზ. ი. გომელაურის პროტესტი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ ღარიბ წევრებს უფრო მეტი შესატანი დაუწესა, ვიდრე მდიდრებს და სწორედ ნაკლებშემოსავლიან ადამიანებს დააწვა მეტი პასუხისმგებლობა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, გურჯაანის კორესპონდენცია ატყობინებდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ გულგრილობა გამოიჩინა და არასამართლიანად გაუნაწილა თავადაზნაურებს შესატანი თანხის რაოდენობა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი გაკვირვებას გამოხატავდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრები გვერდს უქცევდნენ ისეთ კეთილშობილურ საქმეს, როგორიც სკოლის ფონდისთვის თანხის გამოყოფა იყო და ერთხმად უჭერდნენ მხარს გაურკვეველი კეთილშობილური ფონდის შექმნას.