რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ნიკოლოზ ღოღობერიძე 1881 წლიდან ყოველწლიურად იხდიდა საწევროს 20 მანეთს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 522. 86 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 346. 86 და შენახული თანხა – 6002. 92.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს არისტოფანე რამინაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს სიმონ მჭედლიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 12-დან 18 დეკემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1114. 07 მანეთი და დაიხარჯა – 1163. 40.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთი ასესხა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ს. კუხალაშვილმა ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე უარი განაცხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 719. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კონსტანტინე და ნიკოლოზ ტურიაშვილები საინგილოში სკოლის დასაარსებლად საზოგადოებას ყოველწლიურად 100 მანეთს სწირავდნენ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საყულიის, ქვიტირის, ფარცხანაყანებისა და მაღლაკის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკების დაარსების შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 349. 99 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 2053. 81 და შენახული თანხა – 5702. 92.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 დეკემბერს დიმიტრი ბილანიშვილი და გიორგი ბოჭორიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საგარეჯოს სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად აირჩიეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ს. კუხალაშვილი ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 721. 91 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1063. 25 და შენახული თანხა – 5702. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 343. 44 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1966. 86 და შენახული თანხა – 7202. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ახალი წევრების მისაღებად საგანგებო კრების დანიშვნის შესახებ.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სოფიო ედუარდის ასული თუმანიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

