რეგისტრირებული ფაქტები92927
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ ავტორი იყო ისეთი რუსი მწერალი, რომელიც თავის კალამს ხელოვნებისთვის და ცხოვრების სტილის წარმოსაჩენად კი არ იყენებდა, არამედ იმ ადამიანების შესაბღალად, რომლებიც არ მოსწონდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ როდესაც პიესაში მხოლოდ მოქმედ პირებს ჰქონდათ სახელები შეცვლილი და სხვა უცვლელი რჩებოდა, ასეთ პიესას გადმოკეთებულს ვერ უწოდებდნენ. სწორედ ასე იყო გადმოკეთებული კომედია „ეხლანდელი სიყვარული“, რომლის ფაბულაც არ შეესაბამებოდა ჩვენს რეალურ ცხოვრებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში გაჭირვების გამო იყიდებოდა საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“. ორი კვირის განმავლობაში გაიყიდებოდა ეს წიგნი და ეღირებოდა 8 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლექსნი თქმულნის“ მესამე კრებული და იყიდებოდა გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში. წიგნის ფასი იყო ორი აბაზი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადდაბეჭდილი საყმაწვილო წიგნი „რობინზონ კრუზო“, რომელიც ორი შაური ღირდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა მაზრის უფროსი ნიკოლოზ მესხიევი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თელავში დაინიშნა იაგორ ოსკანოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა თათულოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1886 წლის 6 მარტის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სოლომონ ზანდუკელი.

