რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ნ. მ. ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მიერ გამართულ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი და ალექსანდრე ნებიერიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი პეტერბურგიდან საქართველოში წამოვიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტ დავით მერაბის ძე გამყრელიძეს (აწყურელს) უნდა გაემართა კონცერტი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას მიერ რედაქტორისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ეთნოგრაფიული წერილი „ფშავლები“ თარგმნა დავით კეზელმა (სოსლანმა) და „Новое Обозрьение-ში“ დაბეჭდა. მისი აზრით, წერილი არასწორი შინაარსით იყო თარგმნილი და რედაქტორს ყურადღება უნდა მიექცია ამისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთის მამასახლისმა ბათა ჯალაღანიამ გლეხების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სოფლის გლეხობამ გამართა ყრილობა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა და ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები. ყრილობაზე განიხილეს ახუთის სკოლისთვის ახალი შენობის აშენების საკითხი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთში გამართულ ყრილობას ესწრებოდა 308 კომლი გლეხობა, რომელთა მაგივრად მათივე თხოვნით ხელს აწერს უფლებამოსილი პირი იონა ნაჭყებია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს ახუთში გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები – ვახთა ჯიქია, კიმოთია მამფორია, ბახუ ჩიტაია, გვატა ჩიტაია, ქუჩუია გაბუნია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მსაჯულთა ბეჭდებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთში გაიმართა გლეხების ყრილობა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სოფლის მამასახლისი ბათა ჯალაღანია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მამასახლისის ბეჭდით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს გრიგოლ კირაკოზოვს ავლაბარში ღამით თავს დაესხა უცნობი მამაკაცი და ვერცხლის ქამარი წაართვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ანბანი, რომელიც ღირდა 1 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ვახტანგ VI-ის „ქილილა და დამანა“ გრიგოლ გურიელის გამოცემითა და ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქციით იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის, შავერდოვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიებში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის „ქილილა და დამანა“ გრიგოლ გურიელის გამოცემითა და ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქციით. წიგნის ფასი 3 მანეთი იყო და, ვინც მას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამმართველოში შეიძენდა არანაკლებ 200 ცალისა, მას წიგნი 10 შაურად დაეთმობოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი ანბანი კუბიკებით, რომელიც ღირდა 1 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საოჯახო დედანი ფურცლებით და მუყაოზე დამზადებული. წიგნი ფურცლებით ღირდა 3 მანეთი, მუყაოთი კი – 7 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საკლასო დედანი ფურცლებით და მუყაოზე დამზადებული. წიგნი ფურცლებით ღირდა 10 კაპიკი, მუყაოთი კი – 60 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი „პატარა მოამბე“ და „საყმაწვილო წიგნი“, რომლებიც ღირდა 10 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა დავით იესეს ძე ჩუბინოვის მიერ ახლად შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომლის ფასი იყო 3 მან. 60 კაპ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე-ორბელიანის განცხადება, რომ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის (მესხიევის) კონცერტის აფიშაში მისი სახელი უნებართვოდ მოიხსენიეს, რისი უფლებაც მისი გარეშე არავის ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისში წიგნის მაღაზიას ფლობდა შავერდოვი.

