რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გოჩაჯიხაიშის სოფლის სკოლა გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძეების დიდი ძალისხმევისა და შრომის დამსახურებით გაიხსნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის მაზრის მმართველი იყო კ. ი. ალშიბაია.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორი იყო ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგი ძე ვახრამოვი იყო ფოთის ქალაქისთავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით მახვილაძე თელავის შეერთებული ფოსტისა და ტელეგრაფის კანტორის უფროსად დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის სამმოქმედებიან კომედიას „აღმზრდელებს“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ვოდევილს „პარიკმახერისას“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 მაისს ქუთაისში ნ. მალიშევის მამულების სამმართველოში ლუხვანის ტყიდან გამოტანილი ბზის ვაჭრობა გაიმართებოდა. ვაჭრობის მსურველებს წერილის სახით უნდა გაეგზავნათ თავისი პირობები სამმართველოში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 მაისიდან 1887 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩვიდმეტი კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 მაისიდან ალექსანდრე საყვარელიძე დანიშნეს სიღნაღის სასამართლოს განყოფილების მდივნის ხელქვეითად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტისტი ჩარსკი თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა წარმოდგენის გასამართად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში არტისტ ჩარსკის მონაწილეობით წარმოდგენები იმართებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სავაჭრო პოლიციის ზედამხედველი იყო ყორღანოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ტირძნისის პატრონი და გორის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღვარი იყო სულხანოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ტირძნისში სულხანოვის ხელმძღვანელობით გახსნილ სკოლაში ოცამდე გლეხი მოსწავლე და ორი თავად სულხანოვის შვილი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი იყო იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი.

