საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ და ივანე როსტომის ძე გაბაევებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის მაზრაში, აგარაკ საგაბაშვილოში მდებარე სახნავ-სათიბი ადგილები, 152 დესეტინა და 2211 საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ილია, მიხეილ, პეტრე, გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქალაქ თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და ორი ფლიგელი: ორსართულიანი, ერთსართულიანი – სარდაფითა და შენობებით, ასევე 436 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა გორის მაზრის სოფელ სათარხნიშვილებში მდებარე სახნავ-სათიბი, ტყე, 1560 საჟენი და 400 დესეტინა მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა გორის მაზრაში, ახალციხეში, სათარხნოსა და ახალქალაქში მდებარე სახნავი, საცხოვრებელი ადგილები, შენობები, ტყე, 1089 საჟენი და 296 დესეტინა მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროს, არუთინა, მიხაილ ისაიას ძე შახმურადოვებს, მარიამ ვასილის ასულ შახმურადოვს, ბარბარე და მარიამ ნიკიტას ასულ შახმურადოვებს, ელისაბედ ნიკიტას ასულ ხეროდინოვისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში მდებარე სამი ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი სარდაფით, ორი ფლიგელი: ერთი – ორსართულიანი, მეორე – ერთსართულიანი, ასევე 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ახალციხეში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – ერთსართულიანი, მეორე – ორსართულიანი, ასევე სიგრძით 28 საჟენი და სიგანით 13 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პელაგია და ანასტასია იორამის ასულ თარხან-მოურავებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ გორისა და თბილისის მაზრის სოფელ სათარხნოში მდებარე სახნავი, საძოვარი, 1800 ოთხკუთხი საჟენი და 554 დესეტინა ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იაკობის ძე მირიმანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – სამსართულიანი, მეორე – ორსართულიანი ფლიგელით და 111,5 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მათეს ძე მელიქ-აღამალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ერევანში მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი სარდაფით, ქარვასლა და სამი კეთილმოწყობილი ფლიგელი: ერთი – ორსართულიანი და ორი – ერთსართულიანი, ასევე 919 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კვესეთში მდებარე სახნავ-სათიბი, ტყე, 170 დესეტინა და 960 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 19 მაისს საკუთარ ფურნეში მოკლული იპოვეს მეფურნე ჰაჯი ჰუსეინ-ყული. მას რამდენიმე ათასი თუმანი ჰქონდა მოგროვილი, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჰუსეინ-ყულის მუშამ ჰასანმა იცოდა თანხის შესახებ. იგი მიიმალა მკვლელობის შემდეგ, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ჰუსეინ-ყული სწორედ მან მოკლა გაძარცვის მიზნით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მაისს ვაჭარ სოლომონ შაფრანოვის დუქანი გაძარცვეს და გაიტანეს 1000 მანეთის საქონელი და 300 მანეთი ნაღდი ფული. საქმეს თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება იძიებდა, ეჭვმიტანილი არ იყო ცნობილი, თუმცა დამნაშავის დასაკავებლად განკარგულება გაცემული ჰქონდათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მაისს სასტუმრო „პარიჟში“ მარიამ კოსიჩენკომ ნიშადურის სპირტი დალია და თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც სამკურნალოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანს 52 ცხვარი და 2 ცხენი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააპატიმრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსელიანი პოლკოვნიკი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკ იოსელიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვა ედებოდა ბრალად. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო“.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძე ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „კავკასია“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.