რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებს მოთხოვნისამებრ ყველა საჭირო ნივთს უგზავნიდნენ. ასევე 1911 წლიდან საზოგადოების ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იყო სკოლებისთვის სასწავლო ნივთების შესაძენი თანხა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში სამინისტროს სკოლებთან შედარებით სწავლა-აღზრდის საქმე უფრო მოწესრიგებული იყო, რაც ნათლად ჩანდა სამინისტროს კავთისხევისა და საზოგადოების წინარეხის სკოლების ერთმანეთთან შედარებისას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მას საზოგადოებისაგან დავალებული ჰქონდა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე, სახელწოდებით ფიქრის გორა ი. ზ. სვანიშვილისაგან შეეძინა. ეს ადგილი ზომით 4656,75 საჟენი იყო. პატრონი მამულს 60000 მანეთად აფასებდა და საზოგადოებაც ამ ფასად მოურიგდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, 20 აგვისტოდან საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად დანიშნულიყო ალექსანდრე მიქაბერიძე და მიეცათ ხელფასი თვეში 75 მან. და 15 % წიგნის მაღაზიის მოგებიდან იმ პირობით, რომ სხვა თანამდებობას არ დაიკავებდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სამუზეუმო კომისიის კრებამ გადაწყვიტა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე შეეძინა, რომელსაც ფიქრის გორა ეწოდებოდა. ხელს აწერენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მოსწავლეების რიცხვი კი არ იკლებდა პირიქით, საგრძნობლად იმატებდა. მან მაგალითად მოიყვანა ატენის სკოლა, სადაც მოსწავლეთა რიცხვი 47-დან 78-მდე იყო გაზრდილი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 აგვისტოს სოფ. კახის ქრისტიანთა საზოგადოების საერთო კრებამ განიხილა ვასილ ტარტარაშვილის თხოვნა, დახმარებოდნენ შვილის, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოწაფე გიორგი ტარტარაშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოპოვებაში, რადგან თვითონ ვასილს ავადმყოფობის გამო აღარ შესწევდა საამისო ძალა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ თბილისში სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსების შემთხვევაში იქ გამოსაცდელად მუდმივად უნდა ჰყოლოდათ ოთხი მასწავლებელი და ავტორიტეტულ პედაგოგებს მოემზადებინათ, რათა ისინი საუკეთესო აგენტები, პიონერები გამხდარიყვნენ და სოფლებში სწავლა-განათლება გაევრცელებინათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელი ადგილიდან 50 საჟენი მიწა გამოუყონ სახლის ასაგებად, რომელსაც საკუთარი ხარჯით ააშენებს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი საზოგადოების საკუთრებად დარჩება.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 9 ივნისს სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. კრებაზე გადაწყვიტეს, იასონ ციციშვილის წინადადება ფიქრის გორაზე სახლის აშენებასთან დაკავშირებით იმ პირობით მიეღოთ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა და მუზეუმს მოხმარდებოდა.

