რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არუთინოვს მოეხსნა ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების ბრალდება, რადგან დამნაშავე დავით ჯავახოვი აღმოჩნდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მცირეწლოვანი ანა გალუსტოვისა გააუპატიურა დავით ჯავახოვმა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილმა თბილისის სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ თავის მოკვლა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო და დააკავეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილი ოსი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისი სასულიერო სემინარიის მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მძიმედ დაჭრა რექტორი მუცელსა და კისერში. დაჭრილი სამი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ეხმიანებოდა დიმიტრი ყიფიანის წერილს სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით. ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ არც თავადაზნაურებისთვის და არც ბანკის დამფუძნებლებისთვის არ დაუწამებიათ ბანკის საქმეების უცოდინრობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა მიხეილ შერმაზანოვს, რომელიც მძიმედ დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელმა გაიტანა გიორგი ყაითმაზოვი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში დანიშნული იყო ათინაიდა ნიჟარაძის საქმე. მას ბრალდებოდა თავისი მეუღლის ოტია ნიჟარაძის სახელით ყალბი ანდერძის შედგენა. ეს საქმე დაიწყო 1869 წელს, თუმცა ბრალდებულის ავადმყოფობის გამო გადაიდო. იგი სასამართლოში საკაციით უნდა მიეყვანათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 მაისს თბილისში არტილერიის ქუჩაზე მდებარე ძმები სტეფანოვების მაღაზია გაძარცვეს, გაიტანეს ავეჯი და 150 მანეთი. საქმეს პოლიციის 1-ელ განყოფილებაში იძიებდნენ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილის მამულში ქვანახშირი აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი ივნისში ქუთაისში რამდენიმე წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ოსმალეთიდან თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ვიცეგუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილი 18 წლის იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი რუსული თეატრის ანტერპრენიორი იყო.

