საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ევგენი ავთანდილის ძე ბაგრატოვი თავისივე თხოვნის თანხამად მოხელედ გაამწესეს თბილისის საგუბერნიო სამმარველოში.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ევგენი ავთანდილის ძე ბაგრატოვი იყო აზნაური.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ალექსანდრე საყვარელიძე იყო აზნაური.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე საყვარელიძე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, იოსებ გასმანი გადაიყვანეს დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო იოსებ გასმანი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ძმები სტეფანოვები მაღაზიას ფლობდნენ თბილისში არტილერიის ქუჩაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, მიხეილ შერმაზანოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, გიორგი ყაითმაზოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ არ ახსოვდა თუ რამდენჯერ დასცა ხანჯალი პავლე ჩუდეცკის და არც ის, თავად როგორ მიიღო ხელზე ჭრილობა. მკვლელობის შესახებ არავინ იცოდა, რადგან არავისთვის უთქვამს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ პავლე ჩუდეცკისთან კიდევ ერთხელ მივიდა ყოფაქცევის ნიშნის გამოსწორების სათხოვნელად და ისევ უარით გამოისტუმრა, რის შემდეგაც მოთმინება დაკარგა და მოკლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ პავლე ჩუდეცკის სთხოვა სასწავლებლის მოწმობა მაინც მიეცა, რაზეც უარი მიიღო და რექტორის ამგვარი დამოკიდებულებით შეძრწუნებულმა მისი მოკვლა გადაწყვიტა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ პავლე ჩუდეცკის ბევრჯერ სთხოვა ყოფაქცევის ნიშანი გამოესწორებინა და 5 დაეწერა, თუმცა უშედეგოდ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიიდან ყოფაქცევაში გამოყოლილი ცუდი ნიშნის გამო სამსახურს ვერსად ვეღარ იწყებდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. სტეფანე შაპოვალოვის შვილებსაც აღარ უტარებდა გაკვეთილებს და სრულიად უსახსროდ დარჩა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ მარტში მას სახლში ესტუმრა სემინარიის ინსპექტორი, რომელმაც ალექსი ფეოფილაქტეს ძე პისემსკის წიგნი „მეორმოცე წელთა მოღვაწეები“ და დღიური აღმოუჩინა. ისნპექტორს პისემსკის სახელმძღვანელო „Отечественныя Записки“ ეგონა, რის გამოც სემინარიიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს და ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი დაუწერეს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში 1885 წლამდე ცხოვრობდა. სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტისა და მის ნაცვლად 6 მანეთის დანიშვნის შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადავიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 27 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვიქტორ დინგელშტეტის აზრი, რომლის მიხედვით თბილისში სამეურნეო გამოფენაზე ყველანაირ სასოფლო წარმოებას საშუალება უნდა ჰქონოდა წარედგინა საკუთარი მეურნეობის არსებული მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სჯა-ბაასი გაიმართა. ზოგი ფიქრობდა, რომ გამოფენაზე მხოლოდ ღვინო და სურსათი წარედგინათ. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ გამოფენის პროგრამის შესამუშავებლად კომისია შედგენილიყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) სახელდახელო „არაყბადსაღები და არაწყალწასაღები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 მაისს ვიქტორ დინგელშტეტმა სამეურნეო საზოგადოებას შესთავაზა წინადადება კავკასიის სამურნეო გამოფენა თბილისში გაემართათ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პ. კარიშევი იყო პოლიტიკოს-ეკონომისტი და პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი სამხედრო სამართლით უნდა გაესამართლებინათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი მოკლა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიტიკოს-ეკონომისტი და პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი პ. კარიშევი კავკასიაში ჩამოსვლას გეგმავდა, რათა გამოეკვლია ადგილობრივი „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.