რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი ივნისიდან მთავარმართებლის განკარგულებით წმინდა სინოდის დაქვემდებარებაში არსებული ქართლ-იმერეთის კანტორის მდივანი სიმონოვი სამსახურიდან ორი თვით დაითხოვეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკი ორი ტიპის გადასახადს – სარგებელ სამატსა და თავნი სარგებელს – იღებდა ვალის ამღები პირიდან და აძლევდა ფულის ბაზარს. ამ ორი ტიპის გადასახადისაგან ბანკს შემოსავალი არაფერი რჩებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სარგებელი სხვადასხვა ხარჯების დასაფარად შეადგენდა ყოველ ას გირავნობის ფურცელზე 1,5%-ს, რომლის გაზრდა-შემცირებას მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებაზე ჰქონდა გავლენა.

