რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში გადასახდელი თანხის სამი ტიპი არსებობდა: 1. სარგებელი სამატი 2. სარგებელი თავი და 3. სარგებელი ბანკის, რაც სხვადასხვა აუცილებელი ხარჯების დასაფარ თანხას გულისხმობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ ივნისს ქართული დრამატული დასი გამართავდა წარმოდგენას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზია“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე ყაზბეგი (მოხევე), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა დაიწყებოდა 8-ის ნახევარზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ ივნისს ნინო ჯანყულოვს მოსამსახურემ სოფ. ბელოტიმ 145 მანეთი მოპარა და მიიმალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივნისს თედო ზაქარაძე ზურგში დანით დაჭრეს. დამნაშავე მიიმალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ვ. სტეფანოვს წერილები ფოსტიდან თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მიუტანეს. ფოსტის გამგეობის მუშაობით უკმაყოფილო იყო ხალხი და ამ საკითხზე ყურადღება უნდა მიექციათ მმართველებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკის აუკრძალა საქმიანობა, რადგან მას ბრალდებოდა სასამართლოში უწესოდ მოქცევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკი იყო ვექილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მელიქიშვილს სოფელ ტაბახმელაში მოჰპარეს ხარი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოჯრის მხარეს ქურდობა გახშირებული იყო, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს და ქურდების საპოვნელად მკაცრი ზომები მიიღეს. მიხაილ ამრუზოვს კოჯორში მოჰპარეს ხარი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარსიმ ავალოვი იყო გორის მაზრის ციხის ზედამხედველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბარანოვი იყო ლენქორანის მაზრის გამგეობის საქმეების გამგე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმირ იაკოვლევი იყო ქუთაისის ოლქის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი. იგი თავისი თხოვნით დაითხოვეს სამსახურიდან.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ბარსიმ ავალოვი დანიშნეს გორის მაზრის გამგეობის თარჯიმნად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ვასილ ბარანოვი დანიშნეს ბაქოს გუბერნიის გამგეობის მე-2 განყოფილების საქმის გამგის თანაშემწედ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იანოვიჩი იყო ბაქოს გუბერნიის გამგეობის მე-2 განყოფილების დროებითი გამგე და მთავარმართებლის განკარგულებით ამავე თანამდებობაზე მუდმივ თანამშრომლად დაამტკიცეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ალექსანდრე არუთინოვი დანიშნეს მე-9 ხარისხის უხელფასო თანამშრომლად ახალბაიაზეთის მაზრის პოლიციაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე არუთინოვი იყო გუბერნიის მდივანი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარსიმ ავალოვი გუბერნიის მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბარანოვი კოლეგიის რეგისტრატორი იყო.

