რეგისტრირებული ფაქტები90029
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდმანი რუსეთში ძვირფასი ქვების ქურდობისთვის დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის ქვებს ყლაპავდა და ისე ჩამოჰქონდა თბილისში გასაყიდად.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკთან შედარებით უფრო დაბალ 0,25%-იან კრედიტს სთავაზობდა თავადაზნაურობას, რადგან სახელმწიფოს ხაზინაში ჰქონდა ფინანსური რესურსი ბანკის მართვა-გამგეობისთვის ცალკე გადაედო თანხა, ზარალისთვის – ცალკე და სათადარიგო თანხაც ჰქონოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი ივნისიდან მთავარმართებლის განკარგულებით წმინდა სინოდის დაქვემდებარებაში არსებული ქართლ-იმერეთის კანტორის მდივანი სიმონოვი სამსახურიდან ორი თვით დაითხოვეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკი ორი ტიპის გადასახადს – სარგებელ სამატსა და თავნი სარგებელს – იღებდა ვალის ამღები პირიდან და აძლევდა ფულის ბაზარს. ამ ორი ტიპის გადასახადისაგან ბანკს შემოსავალი არაფერი რჩებოდა.

