რეგისტრირებული ფაქტები91173
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკ იოსელიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვა ედებოდა ბრალად. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძეს ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. მის სახელზე საჩივარი იყო შეტანილი და საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს თხოვნით მიმართავდა, რომ ძმად მიაჩნდა და ძმური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რაც ყველასთვის კარგი ამბავი იქნებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ დაგირავებული მამულების მოსავლელად შექმნილ ადმინისტრაციას შემოსავლის 60-70% ბანკისთვის მიეცა, სხვა დანარჩენი კი თავისი საქმისთვის გამოეყენებინა და მემამულეებისთვისაც გაენაწილებინა, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანმა წერილით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს, რომ დაგირავებული მამულების მოვლასა და მათგან შემოსავლის მიღებას თუ ბანკი ან დამფასებელი კომისია ვერ მოახერხებდა, შეიძლებოდა სპეციალური ადმინისტრაციის შექმნა, რომელსაც მამულების მოვლას მიანდობდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ უსაფუძვლო იქნებოდა ისეთი წესის მიღება, რომელიც დაგირავებული მამულების არგაყიდვას გაითვალისწინებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ სესხისა და ვალის ბანკში შეტანა ისე გაეადვილებინათ, როგორც სახელმწიფო ბანკმა გაუადვილა აზნაურებს ვალის გადახდა და შეუმცირა ფულის სარგებელი. სწორედ ამ საკითხზე უნდა ემსჯელა ბანკის მეპატრონეებთან ერთად, ირონიულად კი არ უნდა ელაპარაკათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, თუკი ბანკის უმცროსმა თანამშრომლებმა ვერ მოიფიქრეს, რომ სასოფლო მამულის მფლობელი 10-12%-ს ვერ გადაიხდიდა, თავად უფროსებს უნდა შეემუშავებინათ მემამულეებისთვის დასახმარებელი გეგმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ერთად დააარსეს გაჭირვების ჟამს, ხუთ-ხუთი მანეთი შეაგროვეს, საკმაოდ ბევრ ფულს მოუყარეს თავი ერთობლივი ძალისხმევით და სამოციათასი თუმნის ბრუნვით შექმნეს ფინანსური წყარო, რათა ყველას ხელი მომართვოდა. ვინაიდან, ასეთი თანამშრომლობა აკავშირებდათ შორიდან არ უნდა ესაყვედურა ისე, თითქოს უცხო ყოფილიყო, ერთად უნდა ესაუბრათ პრობლემებზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ შაფრანოვი თბილისში ფლობდა დუქანს და ყიდდა საოფიცრე ავეჯს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ შაფრანოვი იყო მე-2 გილდიის ვაჭარი.

