საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91173

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვაჭრობის ზედამხედველი იყო ყორღანოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰაჯი ჰუსეინ-ყული იყო მეფურნე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვაჭრობის ზედამხედველმა ყორღანოვმა მეფურნესთან ჩითახოვების სახლებში აღმოაჩინა გამგეობისაგან ბეჭედდასმული სასწორი და გირვანქიანები. მეფურნე სასამართლოსთვის უნდა გადაეცათ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰაჯი ჰუსეინ-ყული თბილისში ფლობდა ფურნეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 21 მაისს ოთხშაბათს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილავდნენ არუთინოვის საქმეს, რომელსაც ბრალდებოდა მცირეწლოვანი ქალის გაუპატიურება და დახრჩობა. მისი საქციელით აღშფოთებული იყო მთელი თბილისი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დაღესტანში ნაპოვნი მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი წიგნი შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელიც ძველი ხელნაწერი წიგნების ბიბლიოთეკას ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს დაღესტანში უპოვნია მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში მოთხრობილი იყო მუსლიმთა სარწმუნოების წესი, მეორე ნაწილში – არაბულ-სპარსულ-ქართული ლექსიკონი, არაბული თვლის სისტემა და ანბანი საიდუმლო მიწერ-მოწერისთვის, ხოლო მესამე ნაწილში – ასოთსამღერალო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურება ამავე გაზეთის მე-13 და მე-14 ნომრებში გამოქვეყნებულ სტატიებზე თბილისისა და ქუთაისის ბანკების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მაისს თბილისის საგუბერნიო ციხის პატიმრებს ფერიძესა და სხვებს გაპარვა გადაუწყვეტიათ. მათ ტახტის ქვეშ სამი კაცის სიმაღლის ოდენობა გაუთხრიათ, რაც ციხის ზედამხედველმა აღმოაჩინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მაისს დანიშნული ქართული დრამატული საზოგადოების კრება ვერ შედგა, რადგან წევრების საკმარისი რაოდენობა არ გამოცხადდა, თუმცა სასიამოვნო ამბავი მოხდა, როინაშვილმა საწევრო შეიტანა – ერთიანად 100 მანეთი და 100 მანეთიც სხვა წევრებმა. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ოთხი წლის განმავლობაში დრამატულ საზოგადოებაში საწევრო ორი გროშიც კი არავის შეუტანია.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 მაისიდან მთავარმართებლის განკარგულებით ალექსი იაკოვლევი დუშეთში მე-4 ხარისხის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის საქმეზე თუკი რაიმეში ცდებოდა, სიამოვნებით მოისმენდა საპირისპირო აზრს და მადლობას გადაიხდიდა განსხვავებული აზრის გაზიარებისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ შიში გამართლდა. ბანკში დირექტორების არჩევნების დროს კანდიდატები გავლენიან პირებს უთანხმდებოდნენ, თუ ხმას მისცემდნენ არჩევნებში დამფასებლად მას აირჩევდა ან სხვა ვინმეს, ვინც მისთვის მისაღები იქნებოდა. ამგვარად წყდებოდა ბანკში საქმეები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის წესდების თანახმად, ქუთაისის ბანკში დამფასებლებს არა კრება, არამედ გამგეობა და ზედამხედველი კომიტეტი ირჩევდა, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის წესდების რამდენიმე მუხლის ცვლილებამ თავად-აზნაურებში გამოიწვია უსიამოვნება, ორ დაპირისპირებულ მხარედ გაიყვნენ და ექიშპებოდნენ ერთმანეთს, საჯარო საქმე პირადულად გადააქციეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელი ხალხისთვის თამაშივით სატყუარა იყო ბანკი, რომელიც საფრთხეს შეიცავდა და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ მის დაარსებას, თუმცა რადგანაც საქმეს დასჭირდა, დათანხმდნენ ბანკის დაარსებას და ცდილობდნენ ფრთხილად ეკეთებინათ საქმე, რის გამოც ბანკის წესდების რამდენიმე მუხლი უნდა შეცვლილიყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის დაარსებამდე იმერეთში მხოლოდ ორ მებატონეს ჰქონდა ვალი აღებული და ხალხს ეუცხოვებოდა ეს ფაქტი, ხოლო ბანკის დაარსებიდან ვალის აღება საყოველთაო მოვლენად იქცა, თუმცა ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნება სუსტი იყო და ის საფრთხეს იშვიათად თუ ასცდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ იმერეთში ხალხი ხედავდა თუ როგორ უქმნიდა ბანკი მათ საფრთხეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ იმერეთში გამოუცდელ ხალხს ბანკში დაგირავებული მამულები ეკარგებოდათ.ბანკი საშვილიშვილოდ ღუპავდა დამგირავებლებს და მათ ადამიანობასაც აუკუღმართებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელი ხალხი მამასისხლად იღებდა ვალს ბანკიდან და საფრთხეში იგდებდა თავს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელი ხალხი ბანკის ვალის გადახდას თავდაუზოგავად ცდილობდა, რათა მამაპაპისეული ქონება არ დაეკარგათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ვარაუდი გამართლდა და გამოუცდელ ხალხს ბანკიდან ფული გამოჰქონდა, მაგრამ სარგებელს ვერ ნახულობდა. თანხას საქმისთვის ვერ იყენებდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მოეხმარათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელი ხალხი ბანკიდან გამოტანილ თანხას სწორად ვერ გამოიყენებდა, უსარგებლოდ დახარჯავდა და ბანკის ვალიც დაედებოდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ არათუ გამოუცდელმა ხალხმა, ვაჭრებმაც კი არ იცოდნენ ფულის ჯეროვნად გამოყენება. ძუნწობით, სხვისი გაკოტრებით, მოტყუებით გამდიდრება არ ნიშნავდა, რომ მათ ფულის მოხმარება იცოდნენ. მისი აზრით, ვაჭრები უღირსად იქცეოდნენ.