რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკი ორი ტიპის გადასახადს – სარგებელ სამატსა და თავნი სარგებელს – იღებდა ვალის ამღები პირიდან და აძლევდა ფულის ბაზარს. ამ ორი ტიპის გადასახადისაგან ბანკს შემოსავალი არაფერი რჩებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სარგებელი სხვადასხვა ხარჯების დასაფარად შეადგენდა ყოველ ას გირავნობის ფურცელზე 1,5%-ს, რომლის გაზრდა-შემცირებას მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებაზე ჰქონდა გავლენა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში გადასახდელი თანხის სამი ტიპი არსებობდა: 1. სარგებელი სამატი 2. სარგებელი თავი და 3. სარგებელი ბანკის, რაც სხვადასხვა აუცილებელი ხარჯების დასაფარ თანხას გულისხმობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ ივნისს ქართული დრამატული დასი გამართავდა წარმოდგენას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზია“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე ყაზბეგი (მოხევე), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა დაიწყებოდა 8-ის ნახევარზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ ივნისს ნინო ჯანყულოვს მოსამსახურემ სოფ. ბელოტიმ 145 მანეთი მოპარა და მიიმალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივნისს თედო ზაქარაძე ზურგში დანით დაჭრეს. დამნაშავე მიიმალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ვ. სტეფანოვს წერილები ფოსტიდან თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მიუტანეს. ფოსტის გამგეობის მუშაობით უკმაყოფილო იყო ხალხი და ამ საკითხზე ყურადღება უნდა მიექციათ მმართველებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკის აუკრძალა საქმიანობა, რადგან მას ბრალდებოდა სასამართლოში უწესოდ მოქცევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკი იყო ვექილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მელიქიშვილს სოფელ ტაბახმელაში მოჰპარეს ხარი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოჯრის მხარეს ქურდობა გახშირებული იყო, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს და ქურდების საპოვნელად მკაცრი ზომები მიიღეს. მიხაილ ამრუზოვს კოჯორში მოჰპარეს ხარი.

