საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81880

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩაიკოვსკი თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოსნიკოვი მანგლისის ფოსტის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროკურორ ჩაიკოვსკის დაავალეს თონეთის მაზრის უფროსის თ. აფხაზის საქმიანობა შეემოწმებინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბერს წმ. ნინოს სასწავლებლის აქტის წაკითხვის დროს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა სასწავლებლის საქველმოქმედო საზოგადოების რჩევის განყოფილების თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ყოველწლიურად სასწავლებელს 100 მანეთს შესწირავდა, რისთვისაც ჩითახოვს მადლობა გადაუხადეს რჩევის წევრებმა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მიქელაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტირიუტინი თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც სასწავლებელში სულ 7 კლასი და სამი პარალელური განყოფილება იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც იმ წელს სულ 68 მოსწავლე მიიღეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც იმ წლის ხარჯი 46 501 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც სწავლის გადასახადი 30 მანეთი ღირდა და 40 მანეთამდე აპირებდნენ გაეზარდათ, ნებართვა კი უმაღლესი მთავრობისაგან უნდა აეღოთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ამავე წელს შვიდ კურსდამთავრებულს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად 780 მანეთი მისცეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც სასწავლებელს ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების საწყობი ჰქონდა და მათ სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ სარგებლობა შეეძლოთ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ნელ-ნელა იხვეწებოდა და იზრდებოდა, როგორც არტისტი. იგი გასულ წლებთან შედარებით უფრო ხარისხიანად თამაშობდა როლებს. კარგი იქნებოდა თუ კიდევ უფრო მეტად დაუკვირდებოდა ხარვეზებს და გამოასწორებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც სასწავლებელს მოსწავლეებისთვის საერთო და ცალკე ბიბლიოთეკა ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი და კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი თბილისის რეალური სასწავლებლის საზეიმო სხდომას დაესწრნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის რეალური სასწავლებლის საზეიმო სხდომაზე მასწავლებელმა თ. მიქელაძემ რეფერატი წაიკითხა ირლანდიის საადგილმამულო საქმისა და ინგლისის პოლიტიკის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმი ფინკელშტეინი გეგმავდა თბილისში გაეხსნა დაწესებულება, სადაც ცხოველებისაგან დაკბენილ ადამიანებს აცრიდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფინკელშტეინმა ოდესაში შეისწავლა ლუი პასტერის მიერ გამოგონილი ცოფის აცრები.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანკელშტეინი ექიმი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გაზეთ „იურიდიჩესკოე ობოზრენიეში“ კანონებს ბეჭდავდა რუსულად და შენიშვნებს ურთავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ გორგასლის კანონების ხელნაწერი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს, სასურველი იყო განეხილა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, რათა აღმოეჩინა რით განსხვავდებოდა იგი სხვა მსგავსი ხელნაწერებისაგან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების დასს შეუერთდა მსახიობი კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „საყურადღებო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ვასილ როსტომის ძე ყიფიანს გამოჯანმრთელებას უსურვებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.