რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 29 ოქტომბერს ერობათა კავშირმა ბაქოდან საფოსტო წერილი მიიღო. იუწყებოდნენ, რომ ნავთობთან დაკავშირებული საკითხი საჭიროებდა დროულად მოგვარებას, რათა ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილისგან გადარჩენილიყო. ამის გამო უნდა დანიშნულიყო სასწრაფო შეხვედრა ცენტრალურ ორგანოში, სადაც ყველა ერთად მიიღებდა გადაწყვეტილებას. სხდომის ჩატარების სავარაუდო დღედ დაინიშნა 10 ნოემბერი, პეტროგრადი. წერილს ხელს აწერენ დროებითი ბიუროს განსაკუთრებული ყრილობის თავჯდომარე კირაში და მდივანი ა. კლეინერმანი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნ. ნ. ანდრეევი დაინიშნა რაიონული ნავთობის კომიტეტის კომისიის წევრად.
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ნოემბერში განსაკუთრებულმა საგამოძიებო ცენტრალურმა სამმართველომ ამიერკავკასიის სამხედრო წარმოების შესახებ 1 სექტემბერს აიღო თავის საწარმოს "ქვანახშირის" ტყიბულის სამთოწარმოების შესახებ მასალა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ დაუშვა შეცდომები, რასაც შეეძლო მომავალში გამოუსწორებელი შედეგები ქონოდა . კომისია მიიჩნევდა ჩატარებულიყო დეტალური გამოკვლევა. რის გამოც რაიონული კომიტეტის წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ნ.ნ. ანდრეევი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა წინაწარი ნავთობის სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონული და სპეციალური ორგანიზაციების პროგრამა. მოხსენებებით გამოვიდნენ: კ. ვ. კირში, ვ. ე. კლასენი, ლებედევი, პ.მ. შოხი, ვ. პ. ტიმოშენკო, მ. ვ. კირპიჩევა, ს. გ. პეტრაშკევიჩი, ვ. პ. ტიმოშენკო, ლ. კ. ნასტევა, ს. ნ. პროკოფოვიჩი, ს.ვ ბერნშტენ-კოგანი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს საწვავის რაიონული ორგანიზაციების დროებითი ბიუროს წევრებად აირჩიეს: ვ. ე. კლასენი, მ. ვ. კირპიჩევა, ს. გ. პეტრაშკევიჩი, ვ. პ. ტიმოშენკო, ლ. კ. ნასტევა, ა. ვ. ნოვაკი, ვაჭრობისა და წარმოების მინისტრი ს. ნ. პროკოფოვიჩი, მთავარმმართველი კ. ვ. კირში და მისი მოადგილე ს. ვ. ბერნშტენ-კოგანი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ინჟინერი ო. რ. ზინდერი როსტოვ-ყუბანის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მ. ი. ვიშნეგორსკი ეკატერინოდარის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ი.მ. მიკულოვსკი იყო შავი ზღვის ყუბანის სამმართველოს სახელმწიფო საკუთრებისა და ყუბანის რაიონის სავაჭრო კომიტეტის წევრი.