რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 ოქტომბერს ედიშერ ჭიაურელის საწვრილმანო დუქანი გაძარცვეს და წაიღეს დახლი, ერთი თუმანი, სამი თუმნის ღირებულების ბარათები და თამასუქები.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 29 ოქტომბერს გაბრიელ დემიდოვი სარდაფში ჩავარდა და გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ალექსანდრე დიუმას პიესას „კინს“, რომელშიც მთავარ როლს ვალერიან ლევანის ძე გუნია შეასრულებდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ედიშერ ჭიაურელი თბილისში საწვრილმანო დუქანს ფლობდა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონისა და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილი კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი ნათესავებსა და ნაცნობებს ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის გარდაცვალებას აუწყებდნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის მეუღლე ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი გენერალ-ლეიტენანტი იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ყორღანოვის, ტერ-მიკირტიჩიანისა და ტერ-შმოვანოვის საქმეს მეორედ განიხილავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სოფ. ნინოწმინდასა და მთიულეთში აღმოჩენილი სპილენძის დანა, ფარი და ხმლის მსგავსი არქეოლოგიური ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს გადასცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს ფარის და ხმლის ტარის მსგავსი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც მთიულეთის ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მახლობლად აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს არქეოლოგიური ნაშთი ხანჯლის მსგავსი დანა, რომელიც თბილისის მაზრის სოფელ ნინოწმინდის ე. წ. „დედაბრიაანთ ხევში“ აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა დანდუროვი მდიდარი ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ნოემბერს სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი მოსწავლეების მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მეორე კლასიკური გიმნაზიის აქტს დაესწრო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 2 ნოემბერს მცხეთის სობოროში ნინო ლევანის ასულის ბაგრატიონის პანაშვიდი გაიმართებოდა. პანაშვიდისთვის თბილისიდან მცხეთამდე საგანგებო მატარებელი იყო დანიშნული.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, ტარიელოვისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ნოემბერს გაქურდეს მიხეილ სარქისოვის სახლი, საიდანაც 600 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული რეიტერი და დაკრძალეს 8 ნოემბერს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული არტისტი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი დავით მერაბის ძე გამყრელიძე როლის შესრულებისას ცდილობდა სხვას დამსგავსებოდა და არა საკუთარ თავს. ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მას თავისი ნიჭით შეეძლო თავად გამხდარიყო მისაბაძი მსაახიობი. იგი ნიჭს სათავისოდ არ იყენებდა.