რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 აგვისტოს ხელმწიფე იმპერატორის სახელწოდების დღეს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი სიონში დაესწრო სადღესასწაულო წირვას და ნაშუადღევს 3 საათზე სადილად მიწვეული იყო საქართველოს ეგზარხოსთან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 აგვისტოს კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი საქართველოში ჩამოვიდოდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს თბილისში დაბრუნდა თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე, უმაღლესი კარის გოფმეისტერი ს. ს. გონჩაროვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს, კვირას უწმინდესის სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი შეხვდა სომხების ეპისკოპოსს და მასთან ერთად დაათვალიერა ძველი ვანქის ტაძარი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს, კვირას უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა მთავარმართებელთან ერთად დაათვალიერა წმ. ნინოს სასწავლებელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი იმყოფებოდა 1-ლ კლასიკურ გიმნაზიაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის სექტემბრიდან ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი შეუდგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლის თანამდებობის აღსრულებას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის სექტემბრიდან ნ. ბერიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გალობის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ სოფრომ მგალობლიშვილს უარი უთხრა თბილისში, „ივერიის“ რედაქციაში, სამუშაოდ გადასვლაზე,ქალაქის ცხოვრება ჩაგითრევს და მწერლობას თავს დაანებებო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერისთავს ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერისთავი იყო ქართველების ქვეითი დრუჟინის მეთაური.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი გენერალ შეპელევთან ერთად ნოვოროსიისკში გეგმავდა გამგზავრებას, რათა ყუბანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები მოენახულებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 სექტემბერს კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი გენერალ შეპელევთან ერთად ბათუმში გაემგზავრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი სტეფანოვი გადაჰყავდათ ნოვო-ჩერკასკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად სტეფანოვის ნაცვლად პატოცკი უნდა დაენიშნათ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო სტეფანოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 სექტემბერს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი და სახელმწიფო მრჩეველთა წევრი კ. პ. პობედონოსცევი თბილისიდან სოხუმში მიემგზავრებოდა და ათონის მონასტრის მონახულებას გეგმავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერიძე იყო მილიციის პროპორშიკი.

