რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავი გარდაიცვალა. მას ქალაქ გორში დაკრძალავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ ხოროს განზრახული ჰქონდა იოსებ ივანეს ძე რატილის დახმარებით შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხმები. ისინი მომავალში ბევრი კონცერტის ჩატარებას გეგმავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ნოემბერს არჩილ კიკნაძის სახლი გაქურდეს. მძინარე სახლის მეპატრონეს 60 თუმანი მოჰპარეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სონნიკოვი ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ გერიე მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე გაზეთ „ცისკრის“ რედაქტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ იყიდებოდა: გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში, სემინარიის პირდაპირ, ზუბალოვის სახლებში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში.