საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ ვიღაც ვ. პაშუკაპისმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ მის ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა: რუსთაველის პოემა „ჭაბუკი ვეფხის ტყავში“ გადაწერილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და ასევე სულხან-საბა ორბელიანის არაკები, გადაწერილი მღვდლის შვილის ჩაჩიკაშვილის მიერ, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში მიჰყიდდა საზოგადოებას. გამგეობამ ვ. პაშუკაპისს სთხოვა ხელნაწერები შესასწავლად გამოეგზავნა საზოგადოებისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ შეუფერხებლად გამოცემისთვის აუცილებელი იყო სისტემატური მუშაობა და საჭირო ხელნაწერები. ხელნაწერთა უვნებლად დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას საზოგადოების საბჭო საკუთარ თავზე იღებდა. წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის, იონა მეუნარგიას და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივით, 1880-1881 წლებში საზოგადოების მმართველობა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით 56 სოფლის სკოლას დაეხმარა, ესენი იყო: ახალქალაქი, ბოდბისხევი, ვაქირი, გიორგიწმინდა, გურჯაანი, ენისელი, კავთისხევი, კაკაბეთი, კარდანახი, ყვარელი, მაღარო, მარტყოფი, მეჯვრისხევი, მეტეხი, მუხრანი, მირზაანი, ნაფარეული, ქვემო მაჩხაანი, ნორიო, პატარძეული, რუისპირი, ხოვლე, საგარეჯო, ხაშმი, შილდა, აკეთი, ალვანი, ამაშუკეთი, ამბროლაური, ასკანა, აცანა, ბაღდათი, ბაჯი, ბარი, ბასილეთი, ბუგეული, ველევი, ჯიხაიში, დიმი, კულაში, ორბელი, სუჯუნა, ტობანიერი და სხვ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი; სხდომაზე წარადგინეს საკითხი ალექსანდრე ხახანაშვილის თხზულების — „ქართული სიტყვიერების ისტორია მე-XIX საუკუნისას“ — შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ტუაფსეს განყოფილებას სწერს, რომ ეგზავნებათ საზოგადოების ორი წესდება. ასევე იუწყება, რომ საზოგადოებამ მათგან გამოგზავნილი 1914 წლის შემოსავლის 20% (ათი მანეთი) მიიღო. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საპროცენტო გადასახადის სახით ათ მანეთს უგზავნიდა. სთხოვდა ეცნობებინა რამდენი პროცენტი უნდა შეეტანა მთავარ გამგეობაში. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ უგზავნის შემოსავალ-გასავლისა და წევრთა სიებს. იუწყება, რომ ომის გამო განყოფილება კრიტიკულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გავიდა. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მიიღეს ორი ცალი წესდება და ათი მანეთის მიღების ბარათი. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.