საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ია კარგარეთელმა ნოტებში ასაღები თანხიდან 500 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ კარგარეთელის თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი იყო შალვა გოგებაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ჯავახიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 13.60 მან., სიმონ ქვარიანს — 25.32 მან., ლისინოვს — 19.35 მან., ვასილ ყიფიანს — 10 მან., ლეო კერესელიძეს მოხსენებების დაბეჭდვაში — 5.60 მან., იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვისთვის გაიღეს — 48.20 მან., ალექსანდრე მდივანს — 17.84 მან., გრიგოლ რცხილაძეს — 4.50 მან. და ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი რამაც სულ შეადგინა 490.18 მანეთი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ გამგეობის წევრებს ჰკითხა, გადაწყვიტეს თუ არა მუზეუმისთვის შენობის აგება. ამ საკითხზე საუბარი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაგრძო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თავმჯდომარის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წინადადებითა და კრების წევრების სურვილით წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიას სახლ-კარის ტყეს 113 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა, რომელიც დაცული იყო და წარმოადგენდა შეშის, ჭიგო-მარგილისა და ალაგ-ალაგ შენობის მასალას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის სახნავ მიწებს 123 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა, საიდანაც 3 დესეტინა სარწყავ ნაკვეთებს ეკუთვნოდა. მამულში იყო არასარწყავი კარგი ხარისხის მიწებიც.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის ბუჩქნარსა და ხრიოკ-საძოვარს დაახლოებით 25 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის საბაღე მიწებს, რომლებიც უმაღლესი კულტურის მცენარეების გასაშენებლად ვარგისიანი იყო დაახლოებით 22 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლის კარ-მიდამოსა და ეზოს დაახლოებით, 3 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის შემოსავლის უმთავრეს წყაროს სახნავი მიწები წარმოადგენდა. ამ მიწებიდან შემოსავალი წელიწადში 1200 მანეთი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიას სახლ-კარის 123 დესეტინა მიწიდან ყოველწლიურად მუშავდებოდა 82 დესეტინა მიწის ფართობი. საშუალო მოსავალი დესეტინა მიწაზე უდრიდა 65 ფუთს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ვენახები ფილოქსერისაგან იყო განადგურებული, მოსავალი 600 ვედრო ღვინოზე მეტი არ იქნებოდა და წლების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდეობოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ვენახებისაგან შემოსავალი არ იქნებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ფუტკრის მოშენებას მისდევდნენ. 1000 გეჯამდე მიწის ფართობი ეკავა საფუტკრეებს, რაც წმინდა შემოსავალს – 200 მანეთს უდრიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეულ ეზოში იყო დაავადებული და დაბერებული ხეხილი. მათი მოსავალი კი მხოლოდ 1000 მანეთად გაიყიდებოდა და მთლიანი შემოსავალი 2000 მანეთი გამოვიდოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გრიგოლ ვოლსკის გასვენებაზე ბათუმის განყოფილებას გვირგვინის ნაცვლად 20 მანეთი გაუგზავნა. დავთარს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე ბართლომე მოსეშვილი და მდივანი იასონ ბაქრაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილმა შალვა გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, ანდერძის დამტკიცებამდე მიეცათ 200 მანეთი. გამგეობამ შ. გოგებაშვილის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იაკობ გოგებაშვილის დისშვილიშვილმა კონსტანტინე კასრაძემ, რომ მისთვის დაენიშნათ სტიპენდია. გამგეობამ კ. კასრაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 25 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ დავით სიმონის ძე ღოღობერიძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის ძმისშვილი.