რეგისტრირებული ფაქტები81660
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო ქუთაისში კონცერტს გამართავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი თავისი ხოროთი ქუთაისში კონცერტს გამართავდა და შემდეგ გორში წავიდოდა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის მეუღლე ანნა რატიშვილისა იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შერგილოვი ბოქაულის თანაშემწე იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაიორი გაბრიელ ალხაზოვი სამსახურიდან წავიდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის და ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ანიენკომ მაჰდი ჰუსეინ ბეგ-ოღლი სპილენძის ჭურჭლის ქურდობისთვის დააკავა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბერს ქართულ თეატრში მ. ლეონიძის ბენეფისი იყო დანიშნული და გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შობის მესამე დღეს ქართულმა დრამატულმა დასმა ალექსანდრე დიუმას პიესა „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში კოტე სიმონის ძე მესხმა კინის როლი შეასრულა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ შობის მეორე დღეს კონცერტი გამართა. ღონისძიებას ბევრი ხალხი დაესწრო და ძალიან ისიამოვნეს, უმეტესად დაბალი და საშუალ ფენის წარმომადგენლები იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით სოფიო და ელენე ხერხეულიძეები, ანნა რატიშვილისა და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის გარდაცვალებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოცდაჩვიდმეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დავით გიორგის ძე ერისთავის პიესები თბილისის თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს და იუბილეს აღსანიშნავად 2 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოდგენას გამართავდა.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1887 წელს ვასილ წერეთელი სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ეტაპით ქუთაისში გაგზავნეს.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფ. სუხჩეში, დაიბადა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადობამ ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძეს ახალციხეში გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნორიოს სკოლის მასწავლებელ, ლ. ქართველიშვილს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს ალექსანდრე ბორისის ძე ბუჭყიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს პოდპოლკოვნიკი სოლომონ კონსტანტინეს ძე ჯავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს შიო ალექსანდრეს (ალექსის) ძე ელიავა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1897 წელს – ნამდვილი წევრი.