საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალა“ უნდა წარმოედგინათ. მთავარ როლს ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ასრულებდა, თუმცა ავად გახდა და გადაიდო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 26 ოქტომბერს ჭე­ლი­ა­ღე­ლეს მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილავდნენ ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკის მოხსენებას ალაგირში მსხლის ავადმყოფობის შესახებ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 28 ოქტომბერს ედიშერ ჭიაურელის საწვრილმანო დუქანი გაძარცვეს და წაიღეს დახლი, ერთი თუმანი, სამი თუმნის ღირებულების ბარათები და თამასუქები.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 29 ოქტომბერს გაბრიელ დემიდოვი სარდაფში ჩავარდა და გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ალექსანდრე დიუმას პიესას „კინს“, რომელშიც მთავარ როლს ვალერიან ლევანის ძე გუნია შეასრულებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე მოსეშვილი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობაშვილი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბრიელ დემიდოვი 10 წლის იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბრიელ დემიდოვი საოსტატო ინსტიტუტის შეგირდი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ედიშერ ჭიაურელი თბილისში საწვრილმანო დუქანს ფლობდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონისა და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილი კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი ნათესავებსა და ნაცნობებს ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის მეუღლე ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ყორღანოვის, ტერ-მიკირტიჩიანისა და ტერ-შმოვანოვის საქმეს მეორედ განიხილავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სოფ. ნინოწმინდასა და მთიულეთში აღმოჩენილი სპილენძის დანა, ფარი და ხმლის მსგავსი არქეოლოგიური ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს გადასცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს ფარის და ხმლის ტარის მსგავსი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც მთიულეთის ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მახლობლად აღმოაჩინეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს არქეოლოგიური ნაშთი ხანჯლის მსგავსი დანა, რომელიც თბილისის მაზრის სოფ, ნინოწმინდაში, დედაბრიაანთ ხევში, აღმოაჩინეს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა დანდუროვი მდიდარი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ნოემბერს მეორე კლასიკური გიმნაზიის აქტზე დირექტორმა ლილოვმა წაიკითხა წერილი „ხასიათის გაწურთვნაზე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ნოემბერს სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი მოსწავლეების მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მეორე კლასიკური გიმნაზიის აქტს დაესწრო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 2 ნოემბერს მცხეთის სობოროში ნინო ლევანის ასულის ბაგრატიონის პანაშვიდი გაიმართებოდა. პანაშვიდისთვის თბილისიდან მცხეთამდე საგანგებო მატარებელი იყო დანიშნული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, ტარიელოვისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ნოემბერს გაქურდეს მიხეილ სარქისოვის სახლი, საიდანაც 600 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს.