რეგისტრირებული ფაქტები80958
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 7 ნოემბერს ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის საზეიმო გახსნაზე იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას მოახსენა უნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა.
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში 243 ვაჟი და 43 ქალი ირიცხებოდა. საზოგადოებრივ-პედაგოგიურ ფაკულტეტზე - 89 კაცი, პარტიულ საბჭოთა ფაკულტეტზე - 128, ხოლო მოსამზადებელ განყოფილებაზე - 69. ქართულ ჯგუფში 20 კაცი იყო, თურქულში - 28, ხოლო რუსულში – 21. რესპუბლიკების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: აზერბაიჯანის 86 მოქალაქე, სომხეთის - 43, საქართველოს - 128. ეროვნების მიხედვით: ქართველი - 56, სომეხი - 89, თათარი - 47, რუსი - 52, სხვა მცირე ერთა წარმომადგენელნი - 35. ენის ცოდნის მიხედვით: ქართული ენის მცოდნე - 67, სომხური ენის მცოდნე - 83, თათრული ენის - 88 კაცი. ასაკის მიხედვით სტუდენტების ორ მესამედზე მეტი 18-25 წლისანი იყვნენ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, პირველი მისასალმებელი სიტყვა მიასნიკოვმა წარმოთქვა, რომელიც ხაზს უსვამდა ა./კ. კომუნივერსიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი ერებისთვის.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ორჯონიკიძე ა./კ. კომ. უნივერსიტეტს პროლეტარულ ინტელიგენციის მომამზადებელ დაწესებულებად თვლიდა, რომელიც ხელს შეუწყობდა ფართე მასებში კლასიური პროლეტარული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას.
1923
ტიპი: ღონისძიება
ა./კ. კომ. უნ-ის სახელით სიტყვა წარმოთქვა ეგიაზაროვმა, რომელიც გამოსთქვამდა რწმენას, რომ მომავალ წლისთვის სტუდენტთა რიცხვი უნივერსიტეტში გაორკეცდებოდა და მრავალ მომზადებულ მებრძოლს გამოუშვებდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
საღამოს მე-2 ნაწილი შეიცავდა ოქტომბრის ექვსი წლისთავის დღესასწაულს. უნივერსიტეტში საკუთარი ძალებით წარმოდგენილ იქნა სასცენოდ გადაკეთებული სოსნოვსკის ფელეტონი „კონიოკ-გარბუნოკი“ რომელიც ოქტომბრის რევოლუციისადმი იყო მიძღვნილი. წარმოდგენა დიდი ხალისით ჩატარდა. დასასრულს სტუდენტებისა და სტუმრებისთვის ამხანაგური ვახშამი გაიმართა.
ტიპი: ავტორობა
მიიღებიან ამხანაგები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნილებებს: ა) ფიზიკური შრომის საწარმოო სტაჟი სამრეწველო დაწესებულებებში ან სასოფლო მეურნეობაში არა ნაკლებ 2 წლისა; ბ) პარტიის წევრები 2 წლის სტაჟით და კომკავშირის წევრები 3 წლის სტაჟით. შენიშვნა: კომკავშირის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 25 პროცენტისა. გ) რომლებიც აქტიურად მუშაობენ პარტიულ, საბჭოთა, პროფესიონალურ და კოოპერატიულ ორგანიზაციებში არანაკლებ 2 წლისა; დ) ასაკი 20-დან 32 წლამდე.
ტიპი: ავტორობა
გამომგზავნი ორგანიზაციები ვალდებული არიან: ა) იკისრონ სამგზავრო ხარჯები; ბ) ჩააბარონ გამოსაგზავნ ამხანაგს პირადი საქმე და შემრჩევ კომისიის დადგენილება; გ) მისცენ მოკლე ცნობები: ასაკის, განათლების, ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, პროფესიის, პარტიაში ან კომკავშირში შესვლის დროის, თანამდებობის შესახებ, ცნობები პარტიულ და საბჭოთა მუშაობის შესახებ, მოკლე დახასიათება გამოგზავნილისა, როგორც პარტიული მუშაკის, და გასაგზავნის ხელწერილი იმის შესახებ, რომ მიღების პირობებს ის იცნობს.
ტიპი: ავტორობა
გამოგზავნილებს თან უნდა ჰქონდეთ საბუთები სამხედრო ბეგარასთან მათი დამოკიდებულების შესახებ.
ტიპი: ავტორობა
ა./კ. კომუნისტურ უნივერსიტეტში გამოგზავნილი ამხანაგები გატარდებიან ექიმთა კომისიაში, სამანდატო კომისიაში და აბარებენ მისაღებ გამოცდებს.
ტიპი: ავტორობა
ამხანაგებს, რომელთაც აირჩევენ ადგილობრივი ორგანიზაციები უნივერსიტეტში გასაგზავნად, უნდა მიეცეს ერთი თვის შვებულება იმ დაწესებულების ან წარმოების ხარჯზე, რომელშიაც მუშაობდა კანდიდატი უნივერსიტეტში გაგზავნის დროს. შვებულება ამხანაგებს ეძლევათ დასასვენებლად და მოსამზადებლად უნივერსიტეტში შესვლისათვის და წესდება 10 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე.