რეგისტრირებული ფაქტები91185
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო სიმონის ძე წულუკიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ქარჩხაბში მდებარე ეზო, 13 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მერაბის ძე ასათიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ხორჩანაში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 4 დესეტინა და 650 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნებზე კონსტანტინე მიხეილის ძე ბებუთოვი მეორე რიგის ხმოსნად აირჩიეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნებზე დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი მეორე რიგის ხმოსნად აირჩიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ ორმოქმედებიან კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა (ნინო) ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ სამმოქმედებიან დრამა-კომედიას „შეშლილს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოსროევი თბილისის გამგეობის წევრი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ დავითის ასულმა ამილახვარმა ნათესავებსა და ნაცნობებს განცხადებით აუწყა მეუღლის, ამირინდო ამირინდოს ძე ამილახვრის გარდაცვალება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნების დროს მეორე რიგის ხმოსნად თ. ზ. ჯორჯაძე აირჩიეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 17 ნოემბერს ივანე არხიპოვმა და ალექსანდრე სონნიკოვმა კლასიკური გიმნაზიის თანამშრომლების განყოფილებიდან ლაბადა მოიპარეს. საქონელი იპოვეს და დამნაშავეები დააკავეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი წერდა არზებს, თხოვნებს, აპელაციებს და სხვ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავის ძმა მიხეილ ერისთავი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაი იასონის ძე მალაფეევი ქუთაისის გუბრენატორი იყო.

