საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება, რომ გამგეობას დაებეჭდა მისი გეოგრაფია. გამგეობამ ა. ჭიჭინაძის გეოგრაფია განსახილველად და შემდეგ მოხსენების გასაკეთებლად მეთვალყურეს გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ შრომის სკოლის მასწავლებლად გამგეობამ მოიწვია ნიკოლოზ შუბლაძე, თუმცა მისგან საზოგადოებას ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ მიუღია.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 მარტის ოქმის მიხედვით, მელიქიშვილის ქვრივი რუსუდანი სანოვაგით ამარაგებდა ოლღა ჭავჭავაძეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 8 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა, თბილისში გაეხსნათ სამასწავლებლო სემინარია საკოოპერაციო-სამეურნეო განყოფილებებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები სკოლაში ფრანგული ენის სწავლებას ითხოვდნენ. საზოგადოებამ უპასუხა, რომ ფრანგულის სწავლების ნებას კანონი არ იძლეოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მისი სკოლის მოსწავლეს, აჭარელ მაჰმადიან ქართველს, 23-24 წლის მემედ ჯაყელს, სურდა, სწავლა თავად-აზნაურების სკოლაში გაეგრძელებინა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. საზოგადოებამ უპასუხა, რომ უსახსრობის გამო ჯაყელს ვერ შეეწეოდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 12 აგვისტოს გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გრიგოლ ჩიქვინიძისა და სოფიო მგელაძის – წერაქვის სკოლის, ქსენია კაკაბაძის – წინარეხის, პროკლე დევიძის – ყალამშიის და ევგენია შავლიაშვილის – ბაისუბნის სკოლის პედაგოგებად დანიშვნას სთხოვს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ 21 მოსწავლე გამოცდების შემდეგ სკოლიდან გავიდა, პირველი სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე 23 მოსწავლე დაემატა და სკოლაში სულ 66 მოსწავლე იყო, აქედან – 30 მაჰმადიანი.