რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1887 წელს თბილისის ოლქის სასამართლომ აქციზის მოხელე მიხეილ პისანკო გაყალბებული საბუთების გამო დამნაშავედ სცნო, აჰყარა რამდენიმე ღირსება და მისი ციმბირში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ დაუმტკიცებია უმაღლეს მთავრობას. დამნაშავე სასამართლოს სთხოვდა, რომ ციმბირში მასთან ერთად თავისი ცოლ-შვილიც გაეგზავნათ, რაზეც სასამართლომ და ასევე მისმა მეუღლემ უარი განუცხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში გახსნა წიგნის მაღაზია და მბეჭდავებს შეეძლოთ გაეგზავნათ წიგნები გასაყიდად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 იანვარს გაიმართა გორის სასულიერო სასწავლებლის სამოსწავლო მაზრის მღვდელთა კრება ამავე სასწავლებლისთვის შენობის აგების თაობაზე. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს მ. ი. გამრეკელი, საქმისმწარმოებლად – მ. სერ. დავითაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ასათიანი და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი იყვნენ კანდიდატები ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ: მათე ნიკოლაძე, ვასილ სტეფანოვი, დავით ბესარიონის ძე მიქიაშვილი და ივანე სიმონის ძე მესხი.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მესამე განყოფილების ხმოსნები იყვნენ: ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე, იოსებ აბზიანიძე, იოსებ მურადოვი, დ. ვ. მიქიევი, დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე, სეფე ივანეს ძე მხეიძე, პეტრე ანტონის ძე ფირალოვი, ს. ფ. ალერწიანი, ბესიკ ვასილის ძე ლოსაბერიძე, დიმიტრი მიხეილის ძე ბახტაძე.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის პირველი განყოფილების ხმოსნები იყვნენ: გლ. კემულარია, მიხაილ ივანეს ძე შნეიდერი, ისხაკა ელიგულაშვილი, აბრ. ისხ-ს ძე ხანანაშვილი, ვიქტორ ანტონის ძე ვიტუშინსკი, ნესტორ გ-ს ძე ერისთავი, ედ. კაკიტელაშვილი, კაცია ადანაია, ვას. სტ-ს ძე აკოფოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა მ. ოსიძემ სოფელ ხეცერაში სკოლის არარსებობის გამო მოინდომა სამრევლო სკოლის გახსნა. მას დახმარებას დაპირდა აზნაური კოსტა გვათუა. საზოგადოებამ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლს გაუგზავნა თხოვნა, რომ თანხმობა განეცხადებინა მ. ოსიძის ინიციატივაზე. სკოლის გახსნას ეწინააღმდეგებოდა ორი პიროვნება, რომლებიც ხალხში ხმას ავრცელებდნენ თითქოს სკოლა მეტად მავნე და უმნიშვნელო იყო მათთვის, ამიტომ მოსახლეობამ გადაიფიქრა და მალევე თხოვნით მიმართა ეპისკოპოსს, არ გაეცა თანხმობა სამრევლო სკოლის გახსნის თაობაზე.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვლადიმირის საგუბერნიო თავადაზნაურობის კრებამ თავად ნიკოლოზ ილიას ძე გრუზინსკის მიულოცა, რომ კვლავ აირჩიეს სამი წლით მარშლად და საპატიო მზრუნველად გუბერნიის გიმნაზიისა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მეორე განყოფილების ხმოსნები იყვნენ: მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანი, ლუარსაბ ტარიელის ძე ლოლუა, იაკინთე ოგანეზოვი, იაკინთე ს-ს ძე ალიბეგოვი, გიორგი ხაზ. ძე კიზირია, მოშ. ისხ. ძე რიჟინაშვილი, ლ. ა. კოკოჩოვი, მერ. გიორგის ძე ლორთქიფანიძე, სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, ლუკა ასათიანი, მ. ნ. ნიკოლაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვარს ტელეგრაფისტი ალექსანდრე ბელანოვსკი იოსებ ჭითავამ ხმლით თავში დაჭრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 29 იანვარს თბილისის საკომერციო კლუბის დარბაზში გაიმართებოდა აკაკის „კინტო“ სამმოქმედებად და ასევე ერთი სცენა შილერის ტრაგედიიდან „ავაზაკნი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგებლობით კახეთში გაიხსნებოდა ახალი სკოლა, რომელსაც ნინო ანდრონიკაშვილი შესწირავდა ერთი სკოლის საკმარის შესაწირს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალმა მსახიობმა ნაკაშიძემ შესანიშნავად გამოავლინა კომიკური ნიჭი სპექტაკლში „ესპანელი აზნაური“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ქუთაისიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ქართულ თეატრს ძალიან კარგად ხელმძღვანელობდა კოტე მესხი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ხელნაწერი წიგნი „ცხოვრება და მოქალაქეობა და იგავნი გონება მახვილის ესოპისა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ წმ. პალადის სახელზე აღავლინა წირვა, მრევლს პატარ-პატარა საღვთო წიგნები დაურიგა და წირვის შემდეგ შინ, წვეულებაზე, ასამდე სტუმარი მიიპატიჟა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სურამში მცხოვრებ მხეიძეს 6 კამეჩი მოჰპარეს.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 29 იანვარს გორის მაზრაში მცხოვრებმა ელიაზარ კოროშიძემ რკინიგზის სადგურიდან ყალბი მოწმობით 11 ყუთი ყურძენი აიღო, რომელიც დაიჭირა ბოქაულის თანაშემწე ვოლუბუევმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 29 იანვარს ნიკო გელაძემ ამხანაგებთან ერთად სატივეს ზემოდან ყინულის ჭრის დროს პატარა ზარბაზანი იპოვა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომერი სამეურნეო საზოგადოების ორგანოს „Труды Кавказскаго Обшеста сельскаго хозяйства“. წიგნის სათაურში გამოქვეყნებულია ნეკროლოგი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანისა.