საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრს თვეში 150 ლარი ჰქონდა ხელფასი და საწევროს 3 მანეთს იხდიდა, ამდენივეს ახდევინებდნენ მუშას, რომელსაც გამგეობის წევრთან შედარებით ექვსჯერ ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ცინცაძის აზრით, ეს დიდი უსამართლობა იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ მუშა, რომელსაც შემოსავალი თვეში 20-25 მანეთი ჰქონდა, არათუ 3, ერთ მანეთსაც ვერ გადაიხდიდა საწევროს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა საწევრო გადასახადის შემცირებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სოფლებში საწევრო გადასახადის შემცირება ძალიან დიდ სარგებელს მოუტანდა საზოგადოებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, საწევრო გადასახადის სიმცირე არ იყო გარანტია იმისა, რომ საზოგადოების წევრები საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. გორის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სახალხო უნივერსიტეტებში საქმეს არავინ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ 1 მანეთი იყო საწევრო გადასახადი. საქმის კეთების დროს მთავარი ადამიანების შეგნება იყო და არა მცირე საწევრო გადასახადი. სახალხო უნივერსიტეტის წევრებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდათ და საქმე გაეკეთებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სახალხო უნივერსიტეტში საწევრო გადასახადი ერთი მანეთი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირებით წევრთა რიცხვი გაიზრდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ შემოსავალი შემცირდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების წინააღმდეგი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ პლატონის ძე დადიანმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების შემდეგ ხალხი შეძლებდა საზოგადოებაში გაწევრიანებას და იქ მუშაობას, რაც ძალიან კარგი იქნებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ადამიანი წერა-კითხვის საშუალებით სწავლობდა საკუთარ და სხვის უფლებებს, თანასწორობის ცნებას და სწორედ ამიტომ იყო წერა-კითხვის ცოდნა ღირებული.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ივანე ალექსის ძე ბუქურაული, ნინო ვლადიმირის ასული ბაქრაძე და ვლას მელიტონის ძე ბოხოხაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო დემოკრატიულ ხანაში ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის მიხედვით განესაზღვრათ უფლება-მოვალეობები.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ეფრემ მიხეილის ძე ბილანაშვილი, ნატალია ბეროზაშვილი და ალექსანდრე დიმიტრის ძე ბზიავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია, ვანო ეგნატეს ძე ბერაძე, მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, ივანე ესტატეს ძე ბედოშვილი და ელენე მიხეილის ასული ბილანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი არტემის ძე ბუაჩიძე, ნიკო ილიას ძე ბერეჟიანი, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი, მოსე მარიკოს ძე ბიბინეიშვილი და გიორგი (გიგო) ბერელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუშაობდა სახალხო უნივერსიტეტში, სადაც ურთიერთობა მუშებთან ჰქონდა, სიამოვნებით უსმენდა მათ საუბარს და კარგი შთაბეჭდილებებით დაამახსოვრდა ისინი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ ბახია, ნიკიფორე ილარიონის ძე ბურჭულაძე, თებრონე ერმილეს ასული ბურჭულაძე, სერაპიონ იოსების ძე ბურჭულაძე და მიხეილ დავითის ძე ბარნაბიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუ გამგეობას ორი-სამი მუშა შეუერთდებოდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იროდი გლ.-ს ძე ბოლქვაძე, ვასილ ელიზბარის ძე ბერიაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ბებურიშვილი და არსენ ოქროპირის ძე მინაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ხალხისთვის უფლება უნდა მიეცათ ჩაბმულიყვნენ საზოგადოების კულტურულ საქმიანობაში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა ვლადიმერ ჯავახიშვილმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბრის ბოლოს კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატმა დავით რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად გამგეობისგან ამავე წლის აპრილის რიცხვებში მიღებული წიგნები მისცა სკოლის მოსწავლეებს და ასევე წიგნის მცოდნე სხვა პირებსაც გარკვეული ვადით და შემდეგ დაუბრუნებდნენ მას.