საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81446

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანასტასია ალექსის ასულ ერისთავს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 430 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ისიდორე გიორგის ძე გაბაევს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გოსპიტლის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 248 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ისიდორე გიორგის ძე გაბაევს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 87 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ ნიკოლოზის ძე ღულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა მესხეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი, სარდაფით და 2346 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და პავლე ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 252 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ანტონის ძე მირიანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ადვოკატის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 70 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დანიელ, ისხაკ, აბრამ და შაფათა ისრაელის ძე ხანანაშვილები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შამოელა და მანუახა შაფათას ძე ფიჩხაძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იასე გიორგის ძე გურიელის ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებულ ოზურგეთში, ეკლესიის მახლობლად, მდებარე ორსართულიან სახლსა და 446 კვადრატულ საჟენ მიწას ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და ივანე სიმონის ძე ბერეკაშვილებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კურსებში მდებარე 8 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგმა პოლიევქტო კვიცარიძემ ორნაწილიანი ქართული გრამატიკა შეადგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგ პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი – „ეთიმოლოგია“ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა. წიგნის ფასი 40 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-9 ნაწილში ანასტასია სტასენკომ დამბაჩით თავი მოიკლა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ბ. კარგარეთელმა საჩუქრად გადასცა ხელნაწერი „დავრიშიანი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ანა გაბაშვილმა საჩუქრად გადასცა ბესიკ გაბაშვილისა და პეტრე გიორგის ძე ლარაძის ხელნაწერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე უფუნქციო სამკითხველო, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და საზოგადოების ერთიანი თანამშრომლობის შედეგად ისევ გაიხსნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე „დეპოს“ საქმე ახალმა მმართველობამ ჩაიბარა. ასევე, გამგეობამ საზოგადო წევრთა თანხმობით „დეპოში“ დაასაქმა პირი, რომელსაც დღიური შემოსავალ-გასავლის, სხვა დავთრებისა და ვაჭრობაზე თვალყურის დევნება ევალებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც, თელავში მდებარე ბანკმა საზოგადოების დახმარებით გაანახლა ფუნქციონირება და ახალმა მმართველობამ ბანკის მევალეებს კანონიერი გზით გატანილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აპრილს თბილისის მოქალაქე გალუსტ ბეგიჯანოვმა პოლიციაში ორი კამეჩი მიიყვანა, რომლებიც არ იცოდნენ ვის ეკუთვნოდა. პოლიციამ კამეჩები სანამ პატრონი გამოუჩნდებოდათ სტეფანე მირზოევს მიაბარა.