რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკრინე ღლონტმა ბათუმში შეაგროვა 82 მანეთი, რომელიც თბილისში დაგეგმილი ლატარეა-ალეგრის გასამართავად უნდა გაეგზავნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადებით, გაზეთი 1888 წლის 8 მაისს გამოვიდოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა სერგეი მდივანოვის წიგნი „Самоучитель русскаго и грузинскаго языковъ. Словаръ употребителънъйшихъ словъ. ლექსიკონი ფრიად სახმარის სიტყვებისა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოსი პალადი იმერეთის ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის უნდა გადაეწყვიტა, სამეგრელოს რომელ ქალაქში გახსნიდნენ სასულიერო სასწავლებელს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ხმოსანი ნ. ზ. თუმანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების არსებობის აუცილებლობის შესახებ ევანგულოვის მოსაზრებები არ იყო საკმარისი მთავრობისთვის, ამიტომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სამოსწავლო კომიტეტისთვის დაევალებინათ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ეპისკოპოსი ალექსანდრე წირვას აღავლენდა შიომღვიმის მონასტერში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე განაცხადეს, რომ ხმოსან გიორგი ევანგულოვის თხოვნა პარალელური კლასების შენარჩუნების შესახებ მთავრობამ შეიწყნარა და მათ შესანახად 400 თუმანი გადასცა, დანარჩენი 1700 მანეთი გიმნაზიას უნდა შეეგროვებინა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილის ქონებას შეადგენდა 1060 დესეტინა სახნავ-სათიბი ადგილები, ტყე და 2112 ოთხკუთხი საჟენი მიწა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილს დაგირავებული ჰქონდა 1060 დესეტინა სახნავ-სათიბი ადგილები და ტყე. ასევე თბილისში 2112 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილის ქონებას შეადგენდა 1514 დესეტინა სახნავ-სამინდვრე ადგილები, ტყე და 700 ოთხკუთხი საჟენი მიწა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილს დაგირავებული ჰქონდა 1514 დესეტინა სახნავ-სამინდვრე ადგილები და ტყე. ასევე, 700 ოთხკუთხი საჟენი მიწა თბილისში, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილის ქონება მოიცავდა ორსართულიან ქვითკირის სახლს, ორსართულიან ფლიგელს, დიდ სარაიას და 224 ოთხკუთხ საჟენ მიწას თბილისში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილს დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ორსართულიანი ფლიგელი, დიდი სარაი და 224 ოთხკუთხი საჟენი მიწა თბილისში, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ხორო გამართავდა სამმოქმედებიან წარმოდგენას „ყარამანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ფორკატის დასი გამართავდა ორ წარმოდგენას: „ძენი კაპიტანი გრანტისა“ და „ქრისტეფორე კოლუმბი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიან პიესას „ციმბირელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 12 მაისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ა. ენფიანჯიანცი თამბაქოს დათესვისა და მოყვანის შესახებ მოხსენებას გააკეთებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 12 მაისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ღვინის შეწამვლის შესახებ მოხსენებას ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე გააკეთებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ტერ-ასატუროვის ქარხანაში ახალი შვედური ასანთი იყიდებოდა.