საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისს ქუთაისის საკათედრო სობორში გაბრიელ ცაგარეიშვილმა წირვა აღავლინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისს სოფელ სვიმონეთში გაქურდეს ზურაბ კლდიაშვილის სახლი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს თბილისში მოსკოვიდან პროფესორი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი ჩამოვიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს გორში ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელის“ წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ს. მგალობლიშვილი, ბ. ყიფშიძისა, და ს. ციციშვილისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს პატიმარი პავლე ივანოვი რიგინდან კავკავში ჩაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა 10 ცალი საკითხავი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო დავიდოვმა 25 ცალი რუსულ-ქართული ლექსიკონი და 6 ცალი ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კორდაკოვი ლოტბარი იყო.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზელიონი საგეოგრაფიო საზოგადოების წევრი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევ. პრესნიაკოვი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მონასტირცევი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა ქართველთა ცხოვრების შესახებ დაწერა ახალი რომანი „აჯარი“ გერმანულ ენაზე, რომელიც შტუტგარტში, ჟურნალ „გერმანული რომანების ბიბლიოთეკაში“ ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადეობის დავალებით ლეონარდ ზაგურსკიმ შეადგინა რეფერატი, რომელიც კავკასიის მთიულთათვის შედგენილ ანბანის ისტორიას ეხებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ფილიმონ ქორიძის მიერ გამართულ ღონისძიებას მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ ქუთაისში გამართულ თეატრალურ ღონისძიებებს მაყურებელი არ სწყალობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს სთხოვა, თავისი სახელმძღვანელოები – „ბუნების კარი“ და „დედა-ენა“ თავად დაებეჭდა და შემდეგ საზოგადოებისთვის გადაეცა გასაყიდად.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი ბუნებრივი სიმდიდრის დასათვალიერებლად მის სტუდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე პოსიეტი გზათა მინისტრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისს ბათუმს გზათა მინისტრი კონსტანტინე პოსიეტი სტუმრობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თამარ ბაგრატიონი ალექსანდრე ბაგრატიონის შვილი იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ბაგრატიონი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მისი შვილი, თამარ ბაგრატიონი გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 22 ივნისს გარდაიცვალა ელისაბედ ესტატეს ასული ყაზბეგი.