საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიახინი ზაქათალის სასწავლებლის ინსპექტორიბიდან გაათავისუფლეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეგზადოვი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის პასუხი გიორგი იოსელიანის მიმართ მოძრავი სკოლების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ალხაზაშვილმა წიგნი „საკმურნალო წამალთა სწავლა“ შეადგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 ივლისს ილარიონ გერსამია ქუთაისში ავაზაკებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „კავკაზში“ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის წერილი დაიბეჭდა, რომელიც იმპერატრიცას დაბადების დღეს ულოცავდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აგვისტოში ნ. თუშაბრამიშვილმა თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის დახლიდარად დაიწყო მუშაობა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის აგვისტოში ივანე როსტომაშვილი დროებით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის აგვისტოში ი. რუსიშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის პირველ აგვისტოს რუდკოვსკიმ შეამოწმა თბილისის ხილისა და პროდუქტის მაღაზიები.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის პირველ აგვისტოს იალრიონ გერსამია გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის პირველ აგვისტოს ილარიონ გერსამია გარდაიცვალა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არისტაკესი სომხეთის ეპისკოპოსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოს არისტაკესის ხელმძღვანელობით დუშეთში 4 კლასიანი სკოლა უნდა აშენებულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი „ქართული მწერლობა“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიებში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი „ქართული მწერლობა“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა რედაქციას შეატყობინა, რომ თავს უკეთ გრძნობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ გუგუნავას მიერ ლექსად თქმული ახალი ქართული წიგნი „თამარიანი“ 50 კაპიკად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ლორთქიფანიძემ თავის როტონდაში საცეკვაო საღამო გამართა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ჩოლაყაშვილს ახალგორში მდებარე ერთკლასიანი საერო სასწავლებლის ოძისში გადატანა დაავალეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ერისთავმა ოძისში სკოლის გასამართად ადგილობრივი მემამულსგან მიწა შეისყიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალქალაქში 7 აგვისტოს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ბაიყუშს“ წარმოადგენდნენ, რომლის შემოსავალი თბილისში ქალთა ახალი სკოლის დაარსებისთვის შესაბამისს კომიტეტს გაეგზავნებოდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ჯავახეთში მდებარე მურჯის შესახებ ვასილ კოპტონაშვილის სტატია დაიბეჭდა.