რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ ერვიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში კოვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში მირიანოვს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ნ. ზ. თუმანიშვილმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვების ნაადრევად, პატარა ასაკშივე სასწავლებლად მიბარება იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ მთავრობამ კავკავის გინმაზიის თხოვნა მოსამზადებელი კლასების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს სხდომაზე არტემ იოანისიანმა განაცხადა, რომ სახალხო განათლების სამინისტრომ დახურა მოსამზადებელი კლასები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ სანამ დადასტურებით არ გაიგებდნენ, მთავრობა იხდიდა თუ არა პარალელური კლასების შენახვის თანხას, მანამდე არანაირი სახის განცხადება არ გაეკეთებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ პარალელური კლასების შენახვის ვალდებულება მთავრობამ იკისრა. ხაზინამ თბილისში არსებული პარალელური კლასების შესანახად 500 თუმნამდე გადაიხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გიორგი ევანგულოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მოსამზადებელი და პარალელური კლასების გახსნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კანცელარიის წიგნთსაწყობში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნები: საქართველოს საეკლესიო ისტორია (ფასი 45კ.) და საქართველოს მოკლე ისტორია (ფასი 3 აბაზი).
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილს სურდა „ყარამანიანი“ გადაეკეთებინათ ქართულ სცენაზე წარმოსადგენად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიხეილ ყიფიანს 1-ელ მაისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, ვლადიკავკაზში დაარსებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, როგორც ამის შესახებ ყიფიანი იწერებოდა, თუმცა საჭირო არ იყო ამას ოფიციალური ხასიათი მისცემოდა, რადგან ასე საქმე გაიწელებოდა. გამგეობა ყიფიანს ვლადიკავკაზის განყოფილებისთვის თავმჯდომარის, ხაზინადრისა და მდივნის შერჩევას სთხოვდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი მე-4 კავკასიის რეზერვის (საკადრო) ბატალიონის კაპიტანი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი წმ. ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი დარუბანდის პოლკის კაპიტანი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ კვანჭახაძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

