საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81380

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიების განაწილების შესახებ. გამგეობამ სტიპენდიების განაწილების საკითხი მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთოთხმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა მიქელაძე და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ სენაკის სკოლა არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო ნივთებით, ხოლო თავადაზნაურთა ბანკი მათ დახმარებას ვერ აძლევდა, ამიტომ სკოლის გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას დაეგირავებინა ის მიწა, სადაც მდებარეობდა სენაკის სკოლის ახალი შენობა, ხოლო ამ თანხით დაემთავრებინა შენობის მშენებლობა. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ალექსის ძე სხირტლაძე, ივანე გიორგის ძე საათაშვილი და ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვარლამ მინას ძე სანაძე (სანოიძე), ნინო სინაურიძე, ივანე სვანიძე, გრიგოლ იაგორის ძე სოლოღაშვილი და თევდორე მიხეილის ძე სურამელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ სხირტლაძე, სილიბისტრო ალექსის ძე სვანიძე და ვალიკო სვანიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ბაგრატ სხირტლაძე, მიხეილ გიორგის ძე სუხიაშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე სოფრომაძე და ალექსი მიქას ძე სურმავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცამეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე მგელაძე და მუზეუმის ამშენებელი კომისიის წევრები: თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილი და მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს მარიამ გრიგოლის ასული ბაუერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ვასილ ბებია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ა. ბებურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს თამარ გრიგოლის ასული ბეგთაბეგიშვილი (ბეგთაბეგოვი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლიდან დავით პავლეს ძე ბენდელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი და ბაქოს განყოფილების წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ილია ანტონის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ხარიტონ გრიგოლის ძე ბერიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს დეკანოზი იოსებ ილიას ძე ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ბერიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების მუდმივი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ბეშკენაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ვასილ იოსების ძე ბლიაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი გახდა.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881-1898 წლებში ივანე სპირიდონის ძე ბლიაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.