რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში სკოლის გვერდით საყაჭე სახლი ააშენა და მოსწავლეებს აბრეშუმის გამოყვანას ასწავლიდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ღარიბ ბავშვთა შემწეობის წლიური ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ივანე მაჩაბელი და ლევან ვაჩნაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ალექსი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა გიორგი ქართველიშვილს, რომელმაც სკოლას თავისი გამოცემული სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დავით, ივანე და ალექსანდრე სტეფანეს ძე ბეზირგანოვები, სოფიო სტეფანეს ასული ბეზირგანოვისა და პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი ატყობინებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაიცვალა სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი, რომელსაც 4 ივნისს დაკრძალავდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ გრიგოლის ძე სოლოღოვის განცხადება, რომ გორიდან მეჯვრისხევში ყოველდღე გადაადგილდებოდა მგზავრების გადასაყვანი ეტლი, რომელიც გორში იაკობ ეგნატაშვილის დუქანთან დაელოდებოდა მგზავრებს, ხოლო მეჯვრისხევში თიწალა მეჩითოვის დუქანთან.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი სტეფანე ბეზირგანოვის ძმა იყო.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფია ბეზირგანოვი დავით, ივანე და ალექსანდრე ბეზირგანოვების და იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 2 ივნისს სამსახურიდან გამოსული ჯარისკაცი ივანე პილატოვი მტკვარში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით, 1888 წლის 2 ივნისს ქუთაისში იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 5 ივნისს კუკიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი პეტრე ივანეს ძე იმნაძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ქოჩორიანცმა განაცხადა, რომ ბებუთოვისთვის სიტყვიერად მადლობის გადახდაც საკმარისი იყო, რადგან გამგეობას არ ჰქონდა ჯილდოდ გასაცემი 100 თუმანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ბებუთოვს სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებულმა დაავალა საქმის წარმოება, ამიტომ 100 მანეთი, რომელსაც მას მადლობის ნიშნად გადასცემდნენ, შრომის საფასურის ანაზღაურება იყო და არა დაუმსახურებელი ჯილდო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანენკომ განაცხადა, რომ რადგან ბებუთოვმა თავისი ინიციატივით მოაწესრიგა და შეადგინა სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებული, საჭირო არ იყო თანხით დაეჯილდოვებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ბებუთოვსა და ტიგრანიანს სამხედრო ბეგრის საჯარისკაცო კრებულის შედგენის გამო მადლობა გადაუხადეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გადაწყვიტეს, რომ სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებულის შედგენისთვის კონსტანტინე ბებუთოვისთვის ჯილდოს სახით 100 თუმანი გადაეცათ.

