რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ თავმჯდომარის მინდობილობით გერგეთის სკოლის ბავშვების გამოცდას დაესწრნენ ყაზბეგის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლები ზაქარია აღნიაშვილი და დათიკო მინდელი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნავთლუღის სკოლის გამგის თხოვნა, რომ სკოლისთვის საჭირო ინვენტარისა და ნივთების შესაძენად ესაჭიროებოდათ გარკვეული თანხა. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდენო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა ავადმყოფობისა და გაჭირვების გამო ფულადი დახმარების შეხახეხ. გამგეობამ მას 20 მანეთი გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობა სამ სექციად გაიყო: საადმინისტრაციო, სამუზეუმო და სასკოლო. საადმინისტრაციო სექციას შეადგენდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე. სამუზეუმოს – დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და შიო დედაბრიშვილი. სასკოლოს – ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და არჩილ ჯაჯანაშვილი. გამგეობის სექციებად დაყოფამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყვიტეს, გამგეობის წევრთა შორის სხვანაირად გადაენაწილებინათ საქმე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი გამგეობის წევრთა შორის შრომის განაწილების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ სექციების მაგიერ გამგეობის მოქმედება დროებით გამოსაცდელად უნდა გაეყოთ რამდენიმე დარგად, რომელიც მიენდობოდა გამგეობის თითოეულ წევრს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეოთხე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად ქუთაისისა და სენაკის პირველ დაწყებით სკოლებს ჰყავდა სამზრუნველო, რომელიც აირჩიეს დიდი ხნის წინ და სასურველი იყო ახალი სამზრუნველოს არჩევა. გამგეობამ დაასახელა 9 პირი, რომელთაც შესთავაზეს მზრუნველის თანამდებობა, აქედან 3 პიროვნება დათანხმებულა, ხოლო დანარჩენისგან გამგეობას პასუხი არ მიუღია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ილიას 75 წლის იუბილე აღენიშნათ მისივე ძეგლის კურთხევის დღეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობამ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ დაადგინა: 1) სტიპენდიის მიმღები დაექვემდებარებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიების შესახებ შემუშავებულ საზოგადო წესებს, რომლებიც გამგეობამ1907 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. 2) ანდერძის თანახმად, ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიებზე 1912 წლის განმავლობაში დაიხარჯებოდა 20000 მანეთის სარგებელი, რაც ხარჯგამოკლებით შეადგენდა 918 მანეთს. 3) ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაინიშნებოდა თვეში 25 მანეთი. 4) 918 მანეთის ნაშთი დაემატებოდა მომდევნო წლის სარგებელს და უნდა მოხმარებოდა სტიპენდიების გაზრდას ან ახალი სტიპენდიების დანიშვნას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი შრომის სკოლისთვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ მასწავლებლის არჩევა შრომის სკოლისთვის დაავალა სასკოლო სექციას, ხოლო მასწავლებლის გაგზავნა თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენების ასლი გაეგზავნათ სოხუმის განყოფილებისთვის, ასევე გაერკვიათ საჭირო წიგნების ფორმები, რომელსაც შემდეგ დაბეჭდავდნენ და ყველა განყოფილების გამგეობას გაუგზავნიდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამესამე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე მგელაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში სარგის კაკაბაძეს გადასცა — 7.33 მან., კონსტანტინე მესხიშვილს — 88.18 მან., ასევე დაფარეს საკანცელარიო ხარჯი, განათების ხარჯი და საზოგადოების სხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ უნდა აღენიშნათ 27 ოქტომბერს ილიას 75 წლის იუბილე, რაზედაც გამგეობამ დაადგინა, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოეწვიათ განსაკუთრებული კრება, რომელსაც დაესწრებოდნენ გამგეობის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განგეობამ სერგი გორგაძეს წიგნების ანგარიშში გადასცა — 25.94 მან., იპოლიტე ვართაგავას თელავში წასასვლელად — 6.10 მან., იასონ კერესელიძეს — 190.50 მან., დოისიციანს — 8.55 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მზრუნველმა, სენაკის სკოლის გამგისა და მასწავლებელთა არჩევის შესახებ, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სარგის კაკაბაძემ, საზოგადოების ბიბლიოთეკიდან სამეცადინოდ წიგნები ეთხოვებინათ, რაზეც გამგეობამ უარი უთხრეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართა ელ. მგელაძემ, რომ შვილისთვის სჭირდებოდა 40 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ ელ. მგელაძის შვილს 40 მანეთს გადასცემდნენ იმ შემთხვევაში, თუ პირველი გიმნაზიის პანსიონში მიიღებდნენ.