რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში ჩასულმა ახალგაზრდა ყმაწვილებმა: გეგენაშვილმა, სავანელმა, გელიკურაშვილმა, მახარაძემ და თამაზიშვილმა ქართული თეატრის მსახიობობა დაიბრალეს და მოტყუებით წარმოდგენა გამართეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ყიზლარში, ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ ჩაწერილი „ხალხური ლექსი“ დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნატალია გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის საბენეფისოდ ნევეჟინის დრამა „მეორე სიჭაბუკე“ წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა რაბინმა სიმონ რიჟინაშვილმა ებრაული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე შედგენა გადაწყვიტა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისს ცხინვალში ერთ-ერთი სახლის მშენებლობის დროს კალატოზი ცერაძე დაშავდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ექიმი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სიონის გალავანში ახლად აგებული სასულიერო მუზეუმი აკურთხა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივლისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ ქაშვეთის ეკლესიის გალავანთან აშენებული ნიში აკურთხა. ღონისძიებას სერგეი შერემეტიევი და გიორგი შერვაშიძე ესწრებოდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივლისს ბაქოს რკინიგზის რელსებიდან ერთ-ერთი ვაგონი გადავარდა, რის შედეგადაც კონდუქტორი კისელევსკი დაშავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით წერეთლის მოთხრობა „თბილისის იმერელთა და სომეხთა ცხოვრება“ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილს სურდა ქართული ნოტები სახელწოდებით „ქართული ქნარი“ დაებეჭდა, რომლის მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძეს ეკუთვნოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის თხზულებისთვის სხვადასხვა მცენარეების სურათები კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიის საწარმოში იბეჭდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა თავისი თხზულება ვაზის მოვლისა და გაშენების შესახებ დაბეჭდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებაზე ნიკოლოზ კალისტოვმა და დობრონრაროვმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ქუთაისში გრიგოლ ჩარკვიანი სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „ბაქტერიების“ შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა სოლომონ შოშიევმა წირვის შემდეგ ეგზარქოსი პალადი ჩაიზე მიიპატიჟა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ ავლაბარში მდებარე წმ. მარინეს სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა.

