საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი ქვითკირის სალოცავი ააგეს სადაც რაბინად სიმონ რიჟინაშვილი დანიშნეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. სიზოვი ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილ „საეთნოგრაფიო მასალების კრებულში“ იყო ვ. ნ. აკიმოვის წერილი „საქორწილო წესები ჩაჩნებისა და ინგუშებისა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა, ნ. ნ. ხარუხინის წერილს ჩაჩნებისა და ინგუშების იურიდიული ყოფის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებულში“ იყო ი. შ. ანისიმოვის ვრცელი წერილი კავკასიელ მთიულ ებრაელთა ყოფა-ცხოვრებაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. მილერის რედაქტორობით მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმმა დაბჭდა „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“, რომელშიც რამდენიმე წერილი კავკასიის შესახებაც იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ტყემალაძე თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მესამე თანაშემწედ დანიშნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებას დაესწრნენ: ეგზარხოსი პალადი და ბესარიონ ეპისკოპოსი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივლისს ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის დამხმარე საზოგადოების წევრ ბარბარე თარხნიშვილის ორგანიზატორობით წარმოდგენა გაიმართა, საიდანაც მიღებული თანხა ბოქაულ გვარამაძეს გადასცეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ქართველ მსმენელს გაუძვირა ქართული კონცერტი და ევროპული მუსიკის მოსმენა ქართულ ენაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ბორჯომში კონცერტი გამართა, რომელშიც მარიამ ძნელაძე მონაწილეობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიევი ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-11, მე-12 და მე-13 თავები დაიბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დობრონრაროვი თბილისის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისს თბილისში მატარებლით სხვა ტუსაღებთან ერთად პავლე ივანოვი ჩამოიყვანეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცერაძე კალატოზი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხინვალის ერთ-ერთი სოფელში ცხოვრებაშვილის სახლი გაქურდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისს პავლე ივანოვი თბილისში მატარებლით სხვა ტუსაღებთან ერთად ჩამოიყვანეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კისელევსკი კონდუქტორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისს ხარლამპი სავანელმა სცენისმოყვარეთა დახმარებით ვასილიევის ბაღში ა. ცაგარლის კომედია „ბაიყუში“ და რ. ერისთავის ვოდევილი „პარიკმახერისას“ წარმოადგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ჩუდეცკი ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც არქიეპისკოპოსმა პავლემ ახალი სამსახური შესთავაზა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთში „არძაგანკი“ სომეხ ვაჭარ აჯიმიანის გარდაცვალების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ჩუდეცკიმ ბაქოს სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გვარამაძე ახალქალაქის ბოქაული იყო.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თარხნიშვილი ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის დამხმარე საზოგადოების წევრი იყო.