საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89988

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ძველი ქართული გალექსილი ხელნაწერი იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძე და კონსტანტინე ყიფიანი სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გმართულ წარმოდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-6 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შ. დავიდოვის ინიციატივით ცნობათა მთავარი დაწესებულება გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში ჩასულმა ახალგაზრდა ყმაწვილებმა: გეგენაშვილმა, სავანელმა, გელიკურაშვილმა, მახარაძემ და თამაზიშვილმა ქართული თეატრის მსახიობობა დაიბრალეს და მოტყუებით წარმოდგენა გამართეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ყიზლარში, ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ ჩაწერილი „ხალხური ლექსი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნატალია გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-7 და მე-8 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის საბენეფისოდ ნევეჟინის დრამა „მეორე სიჭაბუკე“ წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა რაბინმა სიმონ რიჟინაშვილმა ებრაული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე შედგენა გადაწყვიტა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა ვ. ი. სიზოვის წერილს სახელწოდებით „იმერული ზღაპრები და რწმუნებანი“ .

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისს ცხინვალში ერთ-ერთი სახლის მშენებლობის დროს კალატოზი ცერაძე დაშავდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ექიმი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-9 და მე-10 თავები დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სასულიერო მუზეუმი დააარსა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სიონის გალავანში ახლად აგებული სასულიერო მუზეუმი აკურთხა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივლისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ ქაშვეთის ეკლესიის გალავანთან აშენებული ნიში აკურთხა. ღონისძიებას სერგეი შერემეტიევი და გიორგი შერვაშიძე ესწრებოდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივლისს ბაქოს რკინიგზის რელსებიდან ერთ-ერთი ვაგონი გადავარდა, რის შედეგადაც კონდუქტორი კისელევსკი დაშავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით წერეთლის მოთხრობა „თბილისის იმერელთა და სომეხთა ცხოვრება“ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა ალექსანდრე ხახანაშვილის წერილს ფშაველებისა და მოხევეების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილს სურდა ქართული ნოტები სახელწოდებით „ქართული ქნარი“ დაებეჭდა, რომლის მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძეს ეკუთვნოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის თხზულებისთვის სხვადასხვა მცენარეების სურათები კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიის საწარმოში იბეჭდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა მელქისედეკ ტყეშელაშვილის წერილს აზერბაიჯანის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა თავისი თხზულება ვაზის მოვლისა და გაშენების შესახებ დაბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებელი იყო.