რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანს ლეჩხუმში სახლი დაუწვეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაია ლეჩხუმის მაზრის უფროსი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერუჩოვმა ლეჩხუმის მაზრის ერთკლასიანი სკოლის შენობა შეაკეთა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ თ. ახვლედიანს ჩააბარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ გელოვანის ხელმძღვანელობით ქუთაისიდან ონამდე ახალი გზა დააგეს, რომელზეც ფოსტის სადგურები განათავსეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ხოჯივანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად მის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ცეცხლი თუ გაძლიერდა, ვეღარ გააქრობ“ 20 ეგზემპლირი გაუგზავნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გულისაშვილი სიღნაღიდან ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად გადაიყვანეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიახინი ზაქათალის სასწავლებლის ინსპექტორიბიდან გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეგზადოვი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის პასუხი გიორგი იოსელიანის მიმართ მოძრავი სკოლების შესახებ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის აგვისტოში ნ. თუშაბრამიშვილმა თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის დახლიდარად დაიწყო მუშაობა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის აგვისტოში ივანე როსტომაშვილი დროებით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის აგვისტოში ი. რუსიშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის პირველ აგვისტოს რუდკოვსკიმ შეამოწმა თბილისის ხილისა და პროდუქტის მაღაზიები.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არისტაკესი სომხეთის ეპისკოპოსი იყო.

