რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფელ ტოლათსოფლიდან ახალციხის მაზრის სოფელ მესხში გადაიყვანეს მასწავლებლად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი ხშირად აწვდიდა გაზეთ „ივერიას“ მასალებს მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებიდან.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილის ინიციატივით სოფელ მესხის სკოლის ძველ ნაწილს ახალი შენობა დაემატა გვერდით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილმა სოფელ მესხის სკოლაში გარეშე სოფლებიდან მოსიარულეთათვის მესხში ღამის გასათევი გამოძებნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს შიო არაგვისპირელის „ჩემო შვინდავ“ „ჯეჯილმა“ ავტორს უკან დაუბრუნა, როგორც უვარგისი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეპეტიტორობის დამსახურებით იაკობ ფანცხავა კარგად იკვებებოდა, რაც დიდი იშვიათობა იყო ხელმოკლე სტუდენტისათვის.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ოდესაში წაიღო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკის წერეთლის ლექსების კრებულები.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს შიო არაგვისპირელმა რედაქციებში დასარიგებლად თავისი ნაწერები გადასცა მეგობარს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს, უნივერსიტეტში შესვლის შემდგომ, იაკობ ფანცხავამ თავისი ლექსების კრებული დაწვა უმაღლეს პირთა შესახებ დაწერილი ზედმეტად გულწრფელი და ირონიული ზოგიერთი ლექსის გამო.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 2 იანვარს დაიბადა ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისში, მართლმადიდებელთა ოჯახში.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ ჯაჯანაშვილის ნათარგმნი საახალწლო მოთხრობა „საიდუმლო მოწოდება“ გამოქვეყნდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 იანვარს ლინდენის სახლიდან 300 მანეთის ღირებულების ოქროს სამკაული მოიპარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თადა აშორდიამ მეგრული დამწერლობის დაარსება გადაწყვიტა და მეგრული ანბანი შეადგინა.