საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81336

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაი ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გამოცემა სურათებით გააფორმა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. შიუკოვი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის წევრი იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უწმინდესმა სინოდმა კავკასიის სასულიერო სასწავლებლების წესდების შესაცვლელად კომისია დააარსა, რომლის წევრადაც იოანე ალექსეევი მიიწვია.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ბატურინს მარიამ ღოღობერიძის სახლის გაქურდვის ბრალდებით ეძებდნენ.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ნიკოლაევი, სტეფანე სილიავინი და ანდრია სობოლევი გამომძიებლის განკარგულებით საპყრობილეში ჩასვეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 იანვარს არშაკ გრიგოლის ძე თუმანოვმა მჭედლოვის ტრაქტირიდან 141 მანეთი და ოქროსა და ვერცხლის ნივთები მოიპარა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 იანვარს ოჰანეზოვმა სერგეი ბეგლიაროვს ვერცხლის საათი და 17 მანეთი წაართვა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 იანვარს ალექსანდრე სერგეევს 308 მანეთის ღირებულების ტანსაცმელი მოჰპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 იანვარს გრიგოლ კარაპეტოვი და შაქარ ავაქოვი სოსიკო ახალკაციშვილის გაძარცვას აპირებდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ მეტეხის ციხის პატიმართა წიგნსაცავს 30 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ესტატე თარხან-მოურავი თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამსახურიდან თავისი სურვილით გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე დავითაშვილი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ გადაიყვანეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით მამედ-ალი-ბეგ აბაშიძე ახალქალაქის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით გიორგი ზაალის ძე ყიფიანი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ბუღდან კარახანიანცი თბილისის გუბერნიის სამმართველოში გადმოიყვანეს კანცელარიის მოხელედ. იგი ჯამაგირის გარეშე მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 იანვარს თბილისში მირზა-მაჰმედ-ალი-ჰაჯი-ჯაფარ-ოღლიმ ვასილ გრიქუროვი დანით ზურგში დაჭრა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არშაკ გრიგოლის ძე თუმანოვი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოჰანეზოვი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოჰანეზოვი დუქნების დარაჯად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 იანვარს თბილისში გიგო ონიკაძის დუქნიდან 15 მანათი მოიპარეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ კარაპეტოვი და შაქარ ავაქოვი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფირუზ სარაჯიშვილი მეწაღე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გევორქ ბაშინჯაღიანს „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი სიუჟეტიდან ნახატის შექმნა სურდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში კირაკოზოვის დუქანი გაქურდეს.