რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 18 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ბალახანიდან აცნობებენ, რომ იაკობ მანსვეტაშვილის დავალებით ნავთობმრეწველთა კანტორიდან ერიცხებათ 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და სთხოვენ დაუდასტურონ თანხის მიღება.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების (დირექტორი – გრიგოლ ყიფშიძე) მისამართი იყო: სასახლის ქ. №6; ტელ. №303.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ონოფრე კალანდაძე, ივანე მიხეილის ძე კალანდაძე, მიხეილ კილასონია, ალმასხან კალანდაძე და ამბაკო გერასიმეს ძე კაციტაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კირილე თევდორეს ძე კაცაძე, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ევგენია გრიგოლის ასული კასრაძე, ფილიპე სპირიდონის ძე კაციტაძე და შაქრო მიხეილის ძე კირაკოზაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ტარას ერმალოზის ძე კახიანი, შალვა სამსონის ძე კიკნაძე, სენო მაქსიმეს ძე კულუხაშვილი, გრიგოლ რომანოზის ძე კობიძე და მიხეილ ივანეს ძე კაკაბაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე, აპოლონ ანდრიას ძე კერესელიძე, დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი, დიმიტრი ნიკოლოზის ძე კოტეტიშვილი და ნიკოლოზ გიორგის ძე კურატაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

