საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81298

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სავანელი, ბეგიჩევი, ამბარდანოვი, ვასილ კრიანიკოვი, როზა პახმინი და ნიკოლოზ ობლოგინი ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე მოწმეებად იყვნენ დაბარებულები.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილს ქონებაზე უფლება ჩამოართვეს და კატორღაში უვადოდ გაგზავნა მიუსაჯეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ნინო ორბელიანის ლექსები 40 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილს სამოილოვის ლუდხანიდან 22 თუმანი მოიპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან გრიგოლ ორბელიანის ლექსები 50 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სიღნაღის მაზრაში მდებარე 800 დესეტინა სახნავი და საძოვარი მამულები, რომლებსაც ბანკი გადასახადების გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, როზა პახმინი ლუდხანის მფლობელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულს 40 კაპიკად ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის „არითმეტიკა“ 80 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ სალა-ოღლის ქონება ჩამოართვეს და 6 წლითა და 8 თვით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯეს.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამოილოვი ლუდხანის მფლობელი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 28 აპრილს თბილისის პოლიციის პირველი განყოფილების ნაწილში 12 წლის დავით ხიზანაშვილი გარდაიცვალა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თამამშოვი ქარვასლის მფლობელი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილმა წიგნი „მეგობარი“ შეადგინა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მელნიკოვს ცილისწამება ედებოდა ბრალად. მოსამართლემ იგი გაამართლა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ წინამძღვრიშვილი ცოლის მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს. წინამძღვრიშვილმა თავისი საქმე გამოსაძიებლად სასამართლო პალატას გადასცა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 3 მანეთად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო სიმონის ასულმა ანდრონიკაშვილმა ბაკურციხის მოსახლეობას სკოლის ასაშენებელი ადგილი და 100 თუმანი შესწირა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დ. ჩოლოყაშვილმა სოფ. ბაკურციხის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში მ. ბეზირგანიშვილს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში ი. მესხს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში კ. ქუთათელაძეს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 მაისს სერგეი ნიკიტას ძე ტრუბეცკოი თბილისიდან პეტერბურგში წავიდა.